EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ მოვამზადოთ საცივი?! »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2016-12-30 21:30:49
ახალი წელი კარს მოგვდგომია და ჩვენს შორის არიან დამწყები დიასახლისები, რომლებმაც ჯერ არ იციან საცივის მომზადება, არადა ტრადიციაა, რომ ყველა ოჯახში უნდა გაკეთდეს ეს უგემრიელესი ტრადიციული კერძი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- 1.5 კილოგრამი მთლიანი ქათამი ან ინდაური
- 700 გრამი ნიგოზი
- 5 თავი საშუალო ზომის ხახვი
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
- 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
- 1 სავსე ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 5 ცალი მიხაკი
- 4 კბილი ნიორი
- 1 სავსე ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
- მარილი გემოვნებისამებრ
- 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
საფეხურები
- მოხარშეთ ქათამი
ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და მოხარშეთ ქათამი ნახევრამდე.
- შეწვით
ამოიღეთ, კოვზით მოასხით ცხიმი, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა, და აცხვეთ 180C გრადუსზე, სანამ კარგად არ შეიბრაწება. მომზადებული ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
- მოხრაკეთ ხახვი
თხლად დაჭრილი ხახვი 6-7 წუთის განმავლობაში ბრაწეთ ცოტაოდენ ცხიმში, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა. ჩაასხით ხახვი ქვაბში, რომელშიც ქათამი იხარშებოდა.
- გაატარეთ ნიგოზი და შეანელეთ
ნიგოზი რამოდენიმეჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დიდ თასში ჩაუმატეთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შეურიეთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის.
- დანაყეთ ნიორი
დანაყეთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შეურიეთ.
- შეანელეთ
ნელ-ნელა ჩაასხით ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ურიეთ. როცა კარგად შეურევთ, გადაწურეთ მიღებული მასა საცერში, ჩაასხით ისევ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მიიყვანეთ დუღილამდე. და ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. მოასხით ზეთი, თუკი გამოწურეთ და გემრიელად მიირთვით!