EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ნოდარ დუმბაძის საახალწლო მილოცვა »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-31 16:03:58

ნოდარ დუმბაძის საახალწლო მილოცვა

ნოდარ დუმბაძის საახალწლო მილოცვა

ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური. მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კერია – ფრინველით და გული – სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს. რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს! მიიღე მამულო ჩემგან ეს ლოცვა!”

ნოდარ დუმბაძე