EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ამირან სალუქვაძე - ხალხი ნუ შეგვყავს შეცდომაში-გაზით გადაგვიხდიან თუ დოლარებით პოლიტიკური გავლენის ზრდასთან შეხება არ აქვს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-13 20:53:12

ამირან სალუქვაძე - ხალხი ნუ შეგვყავს შეცდომაში-გაზით გადაგვიხდიან თუ დოლარებით პოლიტიკური გავლენის ზრდასთან შეხება არ აქვს

ამირან სალუქვაძე

დიდი აჟიოტაჟია გაზპრომთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების გამო.
იმისათვის, რომ სრულფასოვნად იმსჯელო, აუცილებელია როგორც მინიმუმ მოლაპარაკებების დეტალების ცოდნა,

კონტრაქტის გაფორმებაში ორი მხარე მონაწილეობს.

როცა ერთ მხარეს არ აკმაყოფილებს კონტრაქტის პირობები და წლების განმავლობაში გაწვება, რომ ნატურით გადახდა შეიცვალოს მონეტიზაციით, რაიმე დროში ეს პროცესი ან ჩიხში შედის და ან ახალი კონტრაქტი ფორმდება.

რამდენად მომგებიანად გაფორმდა რთული სათქმელია, რადგან ასევე არ ვიცით რა შეიძლებოდა ყოფილიყო უარესი ვარიანტი.

ის რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები იოლი არ იქნებოდა და უარესის მცდელობა ექნებოდათ, ეს უბრალოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვიცით რა რომელ ქვეყანას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია და რა ინსტრუმენტად გამოიყენება ის რუსეთის საგარეო პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, სჯობდა ნატურით მიღება. მაგრამ იყო შესაძლებელი?

თუმცა ლარის სიმყარისთვის დოლარის მოძრაობაც არაა ცუდი. გასაგებია, რომ დოლარის ეს მასა, რაც საფასურად გადმოირიცხება, როგორც შემოვა, ისევე გავა ან რუსეთისკენ, ან აზერბაიჯანისკენ, მაგრამ ფულის მოძრაობა დადებითად აისახება ეკონომიკაზე.

გარკვეული წლების განმავლობაში, სანამ ენერგო მატარებლებზე ფასების ზრდის ტენდენციაა, მონეტიზაციით მეტ შემოსავალს მივიღებთ.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ 15 წლის წინანდელი რუსეთი და გაზპრომი და დრევანდელი ერთი და იგივე არაა. არც საერთაშორისო პრაქტიკაა იგივე, რაც ადრე იყო.

ეს ყველაფერი იქეთ იყოს.

ეს ხელშეკრულება არანაირად არ ზრდის, უფრო სწორად ვერ ზრდის გაზპრომის გავლენას საქართველოზე: ადრე იხდიდნენ გაზით, გადაიხდიან დოლარით. ადრე, თუ დამატებით გაზი დაგვჭირდებოდა ვყიდულობდით 215 დოლარად, ვიყიდით 185-ად. რა შუაშია აქ პოლიტიკური ზეგავლენა?

ეს ხელშეკრულება ასევე არაფერ შუაშია იმასთან, რომ ამ ხელშეკრულებით შემდგომში რუსეთი შეეცდება თბილგაზი ან ყაზტრანსგაზი შეისყიდოს. ამას ისედაც ცდილობს რუსეთი და მომავალშიც შეეცდება, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

ბოლო 25 წლის მანძილზე მგონი ყველაფერი მივყიდეთ რუსეთს ბორჯომიდან დაწყებული ჰაერით დამთავრებული.

მე არ ვიცავ ამ ხელშეკრულებას. უბრალოდ ხალხი ნუ შეგვყავს შეცდომაში - გაზით გადაგვიხდიან თუ ამერიკული დოლარებით პოლიტიკური გავლენის ზრდასთან შეხება არ აქვს.

უმჯობესია, ეკონომისტებმა ეკონომიკური შეფასება მოგვეცით, პოლიტიკის გარეშე, რამდენს ვიგებთ ან რამდენს ვაგებთ ამ ხელშეკრულებით.