EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-14 13:31:11
პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან ლიდერების ერთი ნაწილისა და წევრების წასვლის ფაქტს სოციალურ ქსელში, განცხადებით გამოეხმაურა. “ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამავე განცხადებაში პარტიის ლიდერი, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ბრალდებებს გამოეხმაურა.
” გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა”
გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
“ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება.
განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა.
დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა.
მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი. წერს სააკაშვილი
განცხადებასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ოფისის ეზოში პარტიიდან წასული ლიდერების პრესკონფერენციის ფოტო გამოაქვეყნა.