EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ონლაინ და მიკრო საფინანსო სესხების გაცემაზე შეზღუდვები დაწესდა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-15 00:49:09
ონლაინ და მიკრო საფინანსო სესხების გაცემაზე შზღუდვები დაწესდა. შენიშვნების მიუხედავად პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა, რაც იმას ნისნავს რომ ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევიდა ის ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. კომერციული ბანკები ამ სიახლეზე 17 იანვრიდან გადავლენ.
პრეზიდენტის ადმინისრაციაში კანონის არსებულ ვარიანტში კორექტივებს ელოდებიან თუმცა ეროვნულმა ბანკმა ამის შესაძლებლობა დღეს გამორიცხა.
საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი კი მოეწერა, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს იმ შენიშვნებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელიც კანონის ძალაში შესვლის შემდეგაა მოსალოდნელი. პრეზიდენტს შენიშვნები ძირითადად ონლაინსესხების შეზღუდვის ნაწილში აქვს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებას ვერ იხსენებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
კომპანიებში ვარაუდობენ, რომ რეგულაციების შემოღებით მათი ნაწილი დაიხურება და კონკურენციას ვერ გაუძლებს.
ბანკების, ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების საქმიანობას შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები, დედოლარიზაციის გეგმის ფარგლებში განხორციელდა.
სპეციალისტები შიშობენ, რომ მოქალაქეებს გაცილებით რთულ პრობლემას მევახშეები და ე.წ. პროცენტიანი ვალები შეუქმნის.