EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რომ გამოდიხართ ქართველებს არაბულ კლუბებში არ გვიშვებენო, მე არაბებისგან მოწიწების მეტი არაფერი მიგრძვნია »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-15 01:17:42
მოცეკვავე ნინო ლეჟავა პრემიერის განცხადებას ქართველი მამაკაცების კლუბებში არშეშვებასთან დაკავშირებით ასე ეხმაურება:
"ერთი შეკითხვა მაქვს ჩვენს ბედოვლათ მთავრობასთან! საქმე გამოგელიათ?! ქვეყანა თავზე გექცევათ, რა სტიპტიზი, რა პროსტიტუცია! არასრულწლოვან ბავშვებს რაც შეეხება, გასაგებია რომ ეს ასაკრძალია და უნდა აიკრძალოს კლუბებში მათი თარეში ეს არაბული იქნება, თუ ქართული! მაგრამ! რომ გამოდიხარ პრეტენზიით, ქართველებს არაბულ-ირანულ კლუბში არ გვიშვებენო, პასუხს მაგაზე მე გაგცემთ!
რა გესაქმება მათ კლუბში, მათ მუსიკას უსმენ? თუ აი რა გინდა?! მე თუ ოდესმე უსიამოვნება მომსვლია! მომსვლია ქართველთან! იმიტომ რომ ჯანსაღი გართობა არ იციან!!! იმიტომ რომ ორიენტირებულნი არიან ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ და ერთმანეთი დაასისხლიანონ! სხვანაირად არ შეუძლიათ!
NIGHT OFFICE სადაც მე ამჟამად ვმუშაობ, ეს კლუბი ფაქტიურად ჩემთან ერთად დაიბადა თავიდან! მე ვცეკვავ, ცეკვავენ ქართული ცეკვის მოცეკვავეები, მღერიან შესანიშნავი ირანელი-არაბი ვარსკვლავები! აქედან გამომდინარე, არავის მივცემ უფლებას, რომ იქ ჩემი რომელიმე თანამშრომელი ცუდად მოიხსენიოს ვინმემ!ზუსტად ის არაბები და ირანელები, ვისგანაც პატივისცემის და მოწიწბით მოქცევის მეტი არაფერი მიგრძვნია!
სუსტი ყოფაქცევის ქალებს რაც შეეხება! უკაცრავად! ისინი ყველგან არიან! ქართულ კლუბებშიც, სადაც ჩემი საკუთარი სიძე ჩემი ბიძაშვილის, ჩემი დის და ჩემი სუტინიორი ეგონათ! დიახ ქ ა რ თ უ ლ კლუბში! არაერთ ქართულ! ვიმეორებ ქ ა რ თ უ ლ რესტორანში მინახავს და ისინი ყველგან არიან!ყველას თავისი ცხოვრება აქვს და არავის აქვს უფლება ვინმესკენ ხელი გაიშვიროს! ყველამ თავის ჩუმ ბ**ზს მიხედოს!!!
მოინდომეს ქვეყნის კრიზისული მდგომარეობის გადაფარვა იმით რომ თურმე ქართველებს რატომ არ უშვებენ არაქართულ კლუბებში და ქართველი კაცი ვერ აიტანს ქართველი ქალის პროსტიტუციას!!!! ვაი თქვენს პატრონს უბედურს! გინდა ეგეთი ჯიქურ გრუზინების და გინდა მთავრობის, რომელსაც მეტი საქმე არ აქვს!!!!" - წერს მოცეკვავე.
წყარო: presa.ge