EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ტრამპი მზად არის რუსეთს სანქციები მოუხსნას »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-15 14:41:58

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთს სანქციები მოუხსნას, თუმცა მანამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სანქციების შენარჩუნებას აპირებს. 

როგორც მან „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა, ასეთ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ რუსეთი ამერიკას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ამერიკისათვის მნიშვნელოვანი სხვა მიზნების მიღწევაში დაეხმარება. 

სანქციები ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გასულ თვეში დააწესა, როდესაც აშშ-მ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა. 

„თუ რუსეთი ნამდვილად დაგვეხმარება, მაშინ რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს სანქციები დაწესებული, თუ ის ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სავარძლის ოფიციალურად დაკავების შემდეგ, ვლადიმერ პუტინს შეხვდება და ამისათვის მზადება უკვე მიმდინარეობს. 

„როგორც გავიგე, რუსეთი მოხარული იქნება, თუ პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა“ - განაცხადა ტრამპმა.

 

წყარო: CNN