EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მწარე რეალობა მოდელის ცხოვრებიდან ანუ რის ფასად უჯდებათ ჟურნალის ყდაზე მოხვედრა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: ნიკა
თარიღი: 2017-01-15 17:32:24
უამრავი გოგო ოცნებობს სამოდელო კარიერაზე, ოცნება აქვთ მათი ფოტო წამყვანი ჟურნალების ყდას ამშვენებდეს. მოგიყვებით რამოდენიმე ისტორიას, რომელიც დაგაფიქრებთ ღირს თუ არა ოცნების ახდენა.
კარა დელევინი- ცნობილი მოდელი , მისი ფოტოები ყველაზე ხშირად ხვდება მოდურ ჟურნალების ფურცლებზე.
„ეს საშინელებათა სამყაროა სადაც ნორჩი გოგონები უამრავ სისასტიკეს ეჯახებიან“
მიტხრეს რომ წონაში უნდა დამეკლო 3 კილოგრამი მე მოვინდომე და 5 კილოგრამი დავიკელი, შედეგად კონტრაქტის დარღვევად ჩამითვალეს და 10 000 ევროს გადახდა მომიწია, რისთვისაც 6 თვე შუჩერებლად ვიმუშავე. ამ სტრესის შედეგად ნერვიული სტრესის ფონზე ფსორიაზი დამემართა, ჩემთან მუშაობაზე უარს ამბობდნენ ვიზაჟისტები, მე ყოველი ჩვენების წინ მჭირდებოდა ექიმის დასკვნის წარდგენა, რომ ჩემი დაავადება გადამდები არ იყო.
ჯაზ ეგერი 19 წლის იყო როცა იტალიური ვოგის ყდაზე მოხვდა, თუმცა ამისთვის მას საკმაოდ სასტიკი დიეტის დაცვა მოუხდა რადგან, დამკვეთებმა მკლავების დათხელება მოსთხოვეს. დაიწყო სასტიკი დღეები ყოველდღიურად მხოლოდ 500 კალორია. შედეგად კუჭის პრობლემები შეექმნა, ერთჯერადად მხოლოდ 30 გრამ საკვებს იღებდა,
როცა 2 თვის შემდეგ მივედი გადარებაზე გამხდარი მაგრამ დაავადებული, მათ ტაში დამიკრეს, ანუ ტაში დაუკრეს ჩემს ავადმყოფობას.
კაილი შაბო სამოდელო ბიზნესში 16 წლის ასაკში მოხვდა. 19 წლის ასაკში სერიოზული კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ამისთვის საჭირო იყო 5 კილოგრამის დაკლება, 3 თვე მხოლოდ შვრიის ფაფას და მოხარშულ თევზს ჭამდა , ეს ყველაფერი მარილის და შაქრის გარეშე. შედეგად იმდენად გახდა რომ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ფოტოსესიის დროს ორჯერ გახდა საჭირო სასწრაფო დახმარების გამოძახება.
ამერიკელი მოდელი ალექსანდრა მაიკლი ბულემიის მსხვერპლი გახდა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს,
ერთ ერთი ჩვენების დროს კულისებში ვთქვი რომ დიეტების გამო უკვე ერთი წელია აღარ მაქვს მენსტრუაცია , აღმოჩნდა რომ ჩემს მსგავსად კიდევ 4 გოგონას ჰქონდა მსგავსი პრობლემა.
როგორც მოდელები აცხადებენ კატასტროფულ სიგამხდრეს ინიცირებას უკეთებენ მოდელიერები რომელიც ტანსაცმელს მხოლოდ ერთ ზომასXS-S კერავენ, რომელიც ფაქტიურად მოზარდის ზომაა.