EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სკანდალური ინფორმაცია: თბილისის უბნებში პედოფილები ბავშვებზე ნადირობენ »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-16 00:20:25
ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე საქართველოში არსებულ პედოფილიის პრობლემაზე საუბრობს და გაზეთ „ალიასთან“ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს. „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო დღეს წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, სადაც პედოფილია საკმაოდ იკიდებს ფესვებს და, სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც გრძელდება ეს საქმიანობა. მე მინდა მოგახსენოთ კონკრეტული მაგალითები და კონკრეტული რეგიონები, სადაც ჩვენი ჯგუფები დადიან და დღესაც გრძელდება მონიტორინგი. ძირითადი ცხელი წერტილები გვაქვს აჭარის რაიონში, ბათუმი მაქვს მხედველობაში და თბილისში უშუალოდ „პლეხანოვი“ და ვაკის რაიონი. თბილისში, აღმაშენებელზე საკმაოდ მძიმე ვითარებაა იმდენად, რამდენადაც ღამის კლუბებსა და დღის კლუბებშიც გვხვდება ასეთი შემთხვევები, როდესაც პატარა ბავშვები – არასრულწლოვანები არიან ჩაბმულები სექსუალურ ექსპლუატაციაში. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია: მოსკოვის გამზირზე, ისანი – სამგორში დღესაც გადაადგილდება ადამიანი, რომელიც შემჩნეული ჰყავთ მსგავს ქმედებაში და მინდა მოვუწოდო ისანი-სამგორის რაიონის პოლიციას და მოსახლეობას, ცოტა ფრთხილად იყვნენ. ეს ადამიანი სადარბაზოებში ხვდება პატარა ბავშვებს და ძალადობის ფაქტები გვხვდება. მე ვაწვდი საზოგადოებას ამ ინფორმაციას, ბევრი გამოძახილი გვაქვს ისანი-სამგორის რაიონში“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. „ალია“ შს სამინისტროსაც დაუკავშირდა. „ისანი – სამგორის რაიონში მსგავსი შეტყობინება პედოფიილის ფაქტებთან დაკავშირებით არ შემოსულა, მიუხედავად ამისა, ამ ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნულ პირთან სამართალდამცველები რაიონის პოლიციაში გასაუბრებას ჩაატარებენ“, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.