EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რატომ იწყება თურქეთის უსაფრთხოება ბათუმში და რის მიღწევას ცდილობს ერდოღანი ბათუმისა და სხვა გეოგრაფიული სახელების ხშირი ხსენებით?! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-16 14:19:51

რატომ იწყება თურქეთის უსაფრთხოება ბათუმში და რის მიღწევას ცდილობს ერდოღანი ბათუმისა და სხვა გეოგრაფიული სახელების ხშირი ხსენებით?!

ჩვენს მეზობელ თურქეთში ვითარება კვლავ რთულია, ქვეყანა ტერორისტთა სამიზნე სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. ამ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ლაპარაკისას პრეზიდენტმა ერდოღანმა კვლავ უცნაურად ახსენა ბათუმი: “‘ჩვენ ძირშივე უნდა გავანადგუროთ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა ღაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში იწყება, არამედ სირიის ალეპოსა და იდლიბში, კვიპროსზე, ნახჭევანში, ბათუმში, ბალკანეთში”, – რის მიღწევას ცდილობს ამგვარი განცხადებებით ერდოღანი?

მამაუკა არეშიძე, ექსპერტი:
– ამ ცოტა ხნის წინ მომიწია თურქ ახალგაზრდებთან შეხვედრამ და მათ ასეთი რამ ვკითხე: როდესაც ერდოღანი ასე ხშირად ასახელებს ამ გეოგრაფიულ დასახელებებს, რა განწყობა გიჩნდებათ-მეთქი? – პასუხი ჩვენთვის საკმაოდ არასასიამოვნო იყო. თურქმა ახალგაზრდებმა მითხრეს, – გვიჩნდება განცდა, რომ ვართ დაჩაგრული ერი, რომელსაც პირველმა მსოფლიო ომმა ამხელა ტერიტორიები წაართვა, მაგრამ მომავალში ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უნდა გავერთიანდეთ, ეს იწვევს ჩვენი ლიდერის გარშემო კონსოლიდაციის სურვილსოგამოდის, ერდოღანი სათავისოდ ძალიან სწორად ირჯება. ამას კი აკეთებს, მაგრამ თურქეთმა ამ ბოლო დროს იმდენი მტერი გაიჩინა, რაც, მგონი, პირველი მსოფლიო ომის მერე მართლაც არ ჰყოლია, მათ შორისაა არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფები, რელიგიური ძალები, სხვადასხვა სტრუქტურა…
სამწუხაროდ, რაც ხდება თურქეთში, ჯერ არ გაჩერდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტერაქტები გახშირდება და დიდ ქალაქებს გასცდება.

ტერორისტების გააქტიურება მოსალოდნელია ევროპაშიც. მშვენივრად ხედავენ ისლამისტები, რომ თუ დაეცა რაყა და მოსული, ისლამური ხალიფატის საქმე დამთავრებულია! შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გადაიტანონ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ევროპისა და თურქეთის ტერიტორიაზე, რათა თურქებმა და ევროპელებმა აიძულონ მთავრობები, უარი თქვან “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაზე, თუმცა ეს ამბავი დაგვიანებულია!

 

წყარო: კვირის პალიტრა