EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სანამ კარს შევაღებდი, რატიანი-ბოკერიას საუბარს მოვკარი ყური… – რევაზ ოთარაშვილი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-16 14:28:04
“ნაციონალური მოძრაობის” დუშეთის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი, ექსნაციონალი რეზიკო ოთარაშვილი, პარტიაში მიმდინარე კულუარულ პროცესებსა გაზეთ “კვირის პალიტრას” ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
“დუშეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის სპეციალისტი გახლდით და თანამდებობიდან უკანონოდ გამათავისუფლეს. მოვკიდე საბუთებს ხელი და ჩავედი პარტიის ოფისში…
სანამ კარს შევაღებდი, რატიანი-ბოკერიას საუბარს მოვკარი ყური, ნეტავ როდემდე უნდა ვითმინოთ ამ გიჟის ხუშტურებიო, კითხულობდა რატიანი (მივხვდი, მიშას გულისხმობდა). ცოტაც მოიცადე და თავიდან მოვიშორებთო, ეუბნებოდა ბოკერია. ამ დროს შევედი და საუბარი შეწყვიტეს. რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემით არც კი დაინტერესებულან”, -აცხადებს ოთარაშვილი.
წყარო: კვირის პალიტრა