EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თუ ჩვენიდან უნდა ამოიღოთ, გვირჩევნია ბავშვებს მიხედოთ! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-16 14:38:36

ნანუკა ჟორჟოლიანმა იმის თქმა გაბედა, რაზეც მეორე დღეა ბევრი ფიქრობს, მაგრამ ჩუმადაა

თუ ჩვენიდან უნდა ამოიღოთ, გვირჩევნია ბავშვებს მიხედოთ!

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. აღნიშნულ ფაქტს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი.

„გახსოვთ ალბათ სამების სარდაფი რომ დაიწვა. დიდი ოდენობის ოქრო დაიკარგაო. იმედია საქმე აღიძრა ამ ამბავზე და გამოძიება მიდის, მაგრამ ეს სხვა თემაა. ხელისუფლებამ 4 მილიონ ლარამდე გამოყო აღდგენითი სამუშაოებისთვის.

უცებ წარმოვიდგინე რამდენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაახარებდა ეს თანხა. ერთი ვიცი, დედამ ძროხა გაყიდა და შვილის სწავლის ფული გადაიხადა. გასაყიდი აღარაფერი აქვს. კეთილი ადამაინების იმედადაა. ასეთი იცით რამდენია? ბავშვები მაღალმთიანი რეგიონებიდან. ყოჩაღები, ხუთოსნები, უბრალოდ ულაროები და უპატრონოები. ამიტომ ვერ სწავლობენ.

რამდენი ბავშვი წევს რეანიმაციულში ეს სხვა თემაა. ყოველ დღე ვიღებთ წერილს სათაურით "გადამირჩინე შვილი"

კარგით რა. რით ვერ მორჩა ეს პოპულიზმი ქვეყანაში და თუ გინდათ მილიონების ხარჯვა იმაზე, რასაც საკუთარი მილიონები აქვს, თქვენი ჯიბიდან გადაიხადეთ. თუ ჩვენიდან უნდა ამოიღოთ, გვირჩევნია ბავშვებს მიხედოთ! გვკითხეთ მაინც!“ - წერს ჟურნალისტი პირად ფეისბუქ გვერდზე.