EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სარძევე კბილები ღირებული გენეტიკური მასალაა »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-16 18:35:04

სარძევე კბილები ღირებული გენეტიკური მასალაა
Breast teeth

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ბავშვის სარძევე კბილი შეიცავს ღეროვან უჯრედს, რომელსაც შეუძლია ნეირონების, ძვლებისა და ხრტილების, ასევე გულის კუნთების ზოგიერთი უჯრედის რეგენერაცია. თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა, უჯრედის გამოყენებით მოხდეს ავადმყოფობის შემთხვევაში დაზიანებული ორგანოების აღდგენა.მეცნიერებმა საოცარ აღმოჩენას მიაგნეს – სარძევე კბილები ღირებული გენეტიკური მასალაა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სერიოზულ დაავადებებს გაუმკლავდეს.

ბოლო სამეცნიერო აღმოჩენები ადასტურებს, სარძევე კბილის ღეროვანი უჯრედით შესაძლებელია ლეიკემიის, მრავლობითი მიელომასა და ჰოჯკინის დაავადების (ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაავადება) განკურნება. ადრე ამ დაავადებებს მხოლოდ ძვლის ტვინის ან სხვა ქსოვილის გადანერგვით მკურნალობდნენ.

რომ შევინარჩუნოთ ღეროვანი უჯრედები, სარძევე კბილი ამოღებისთანავე 48 საათის განმავლობაში უნდა გაიყინოს.

აშშ-ში და სხვა ქვეყნებში არსებობს გენეტიკური ბანკები, სადაც ჭიპლარსა და ღეროვან უჯრედებს ინახავენ, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით კი ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იქნება.