EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა თანხით დაჯარიმდებით თუ... პრეზიდენტმა ცვლილებების პაკეტს ხელი მოაწერა »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-18 19:24:59
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის დამტკიცებულ ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ხელი მოაწერა.
“ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. დასაშვებია, რომ ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა აიწიოს. ამ რეგულაციების პირობებში ფულზე მოთხოვნა არ შემცირდება და ამ მოთხოვნის ჩრდილოვან სექტორში გადასვლის ალბათობა საკმაოდ დიდია.
ჩვენ აქტიური კონსულტაცია გვქონდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ყველა მხარის მოსაზრება მოვისმინეთ და ეროვნულ ბანკთან შევთანხმდით, რომ ყველა ის ტექნიკური ხარვეზი, რაც ამ კანონპროექტებს თან სდევს, ეროვნული ბანკის მიერ აღმოიფხვრება აქტიური მუშაობით. ამ რეალობიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტებს ხელი მოაწეროს,” – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებების მიხედვით:
შეთავაზება დოლარში:
საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე, ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.
ონლაინ და სხვა სესხების პროცენტი
სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს, ან ნებისმიერი ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას. ცვლილებები შეეხება როგორც იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირებს.
მხარეთა შეთანხმებით, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, სესხისათვის გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%–ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. არსებული სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე არ არის გასული 5 სამუშაო დღე.
ამასთან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს
უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა
ასევე დგინდება შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით და გაცემა დასაშვები გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა აღემატება 100 000 ლარს.
ცვლილებები ძალაშია
არ გამოვდივარ ხოლმე მსგავსი განცხადებებით ხშირად მაგრამ... ამის მომგონს ავიწყდება 2,5 მილიარდი დოლარი ტურიზმიდან რომ შემოვიდა შარშან? თუ დაავიწყდა შემომყვანი ტურიზმი პრიორიტეტული სფერო რომაა. შეიძლება მომხმარებელი გყავდეს უცხოელი და არასტაბილურ ლარზე იყო დამოკიდებული ფასებზე? თან პირდაპირ 1 ივლისს რომ დაამთხვიეს, ყველაზე მაღალ სეზონს ტურიზმის. დღეს რა ფასი მივაწოდო პარტნიორს, ხავლ რა იქნება, რამდენს ვიზარალებ და ასეთი ფიქრები ტრიალებს თავში მხოლოდ. P.S. თქვენს თავებში ჩამახედა რააა.
ტურიზმის ადმინისტრაცია თუ გადაწყვეტს ეს კანონი გამარტივდეს ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისათვის, მთავრობა დაინახავს ჩვენს ძალას.
წერს მაიკო ფეისბუქ გვერდზე