EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სომხები საკუთარი ავტონომიისთვის აფხაზეთის ნაწილს ითხოვენ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-18 19:40:12

სომხები საკუთარი ავტონომიისთვის აფხაზეთის ნაწილს ითხოვენ

სომხები საკუთარი ავტონომიისთვის აფხაზეთის ნაწილს ითხოვენ

სომხური ორგანიზაცია “კრუნკი”, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს მთიან ყარაბაღში სეპარატისტული მოძრაობის სათავეებთან იდგა, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში “სომხური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის ” შექმნის შესახებ აცხადებს. აფხაზეთში, რომელიც გაეროს რეზოლუციის თანახმად საქართველოს ტერიტორიაა. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ონლაინ გამოცემა «Кавказ Плюс» ციტირებს.

“აფხაზეთი მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა, მაგრამ მრავალეროვანი  ქვეყანაა, ჩვენ, სომხები ამ ქვეყნის ძირძველი მაცხოვრებლები ვართ, უძველესი დროიდან სომხური მოსახლეობა აფხაზური სახელმწიფოს განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

აფხაზეთის სომხები მოძმე აფხაზებთან ერთად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიის, არაბეთის და თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ, აფხაზებთან ერთად ჩვენ გავაფართოვეთ აფხაზეთის სახელმწიფოს საზღვრები სურამის ქედამდე. რუსეთის იმპერიის დროს ჩვენი უფლებები ირღვეოდა, სომეხ მოსახლეობას არ აძლევდნენ კულტურული განვითარების საშუალებას, იკრძალებოდა სომხური სკოლები, არ აძლევდნენ სულიერი განვითარებოს საშუალებას, ამიტომაც არ ხერხდებოდა სომხური ეკლესიის მშენებლობა. -აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომეხი მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა “ქართული ფაშიზმის” წინააღმდეგ ბრძოლაში. ” ათასობით სომეხი ეროვნების პირი გახდა აფხაზეთის გმირი, თუმცა დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ისინი ახალი აფხაზური ფაშიზმის წინაშე აღმოჩნდნენ”.

“მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომეხი მოსახლეობა კვლავ განიცდის თავდასხმებს აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან. ქვეყნის მეთაურები მიზანმიმართულად ამცირებენ სომხური მოსახლეობის რიცხვს აფხაზეთის რესპუბლიკაში, არ გვაძლევენ ეკლესიის აშენების უფლებას, არ მიესალმებიან სომხური სკოლების, თეატრის, კულტურული ცენტრების გახსნას”-ნათქვამია დოკუმენტში. ავტორების თქმით, “აფხაზეთში სომხები დამოუკიდებლობისთვის იმიტომ არ იბრძოდნენ, რომ მათი უფლებები შელახულიყო”.

“ამასთან დაკავშირებით, ხელახლა შექმნილი ორგანიზაცია “კრუნკი” და აფხაზეთის სომხური ინტელიგენცია აცხადებენ: “აფხაზეთის ძირძველ მოსახლეობას აქვს ყველანაირი უფლება და საფუძველი სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შესაქმნელად აფხაზეთის რესპუბლიკაში”-ნათქვამია განცხადებაში.

ავტორების აზრით, სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნა აფხაზეთში აუცილებელია სომეხი ხალხის ეთნოკულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, ასევე ” ეროვნებათაშორისი სტაბილურობის  მიღწევისა და ეროვნულ ნიადაგზე კონფლიქტების აღმოცენების პრევენციისათვის”.

“კულტურულ-ეროვნული ავტონომიის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს საგარეო და საშინაო ვაჭრობის საკითხებზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, შიგა პოლიტიკურ საკითხებზე ხელშეკრულებების დამოუკიდებლად დადება, თვითმყოფადობის შენარჩუნება, ენის განვითარება, განათლება და ეროვნული კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ სომეხი მოსახლეობა აფხაზეთში ნაციონალურ უმცირესობას არ წარმოადგენს, ამ ეტაპზე სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნის მოთხოვნით კმაყოფილდება. “-ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ხაზგასმულია, რომ სომხები ავტონომიისთვის გულრიფშის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რაიონებს ითხოვენ.

“უნდა აღინიშნოს, რომ ამ რაიონებში ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ სომხური მოსახლეობა დამაჯერებელი უმრავლესობითაა წარმოდგენილი. კანონპროექტი სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შესახებ გადაეცემა სომეს დეპუტატებს ლ. გალუსტიანს და რ. იაილიანს აფხაზეთის პარლამენტში განსახილველად. ჩვენ, “კრუნკის” წევრები  ვიმედოვნებთ, რომ მოძმე აფხაზი ხალხი გაგებით მოეკიდება მრავალტანჯული სომეხი ხალხის მოთხოვნას და მითითებულ რაიონებში კულტურულ-ნაციონალურ ავტონომიას მოგვანიჭებს, ეს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძლიერებაის საწინდარი იქნება, ეს აქტი ასევე ორი უძველესი მოძმე ერის მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.”-ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო: infonews.ge