EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პუტინის სკანდალური განცხადება ტრამპზე რომელიც ახლახანს გავრცელდა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-18 19:45:02

პუტინის სკანდალური განცხადება ტრამპზე რომელიც ახლახანს გავრცელდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ანგარიშის დამკვეთები, რომელშიც ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე კომპრომატი გააჩნია, „უარესები არიან, ვიდრე მეძავები“.

„პროსტიტუცია სერიოზული, საზიზღარი სოციალური მოვლენაა, ახალგაზრდა ქალებს უწევთ ამით დაკავება მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და ეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბრალიცაა. მაგრამ ის ხალხი, ვინც უკვეთავს ასეთ სიცრუეს, ვინც ახლა ამას აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდხენტზე ავრცელებს და ამას პოლიტიკური ბრძოლის მიზნებისათვის იყენებს, უარესია, ვიდრე მეძავეები“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „ის ფაქტი, რომ ასეთ მეთოდებს იყენებენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ უნიკალური შემთხვევაა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ეს მეტყველებს დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში, პოლიტიკური ელიტის დეგრადაციაზე“.

ვლადიმერ პუტინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ, სავარაუდოდ, მოსკოვში ვიზიტისას ტრამპს კონტაქტი ჰქონდა რუს მეძავეებთან.

„რა გამოდის, ტრამპი მოსკოვში ჩამოვიდა და უცებ გაიქცა მოსკოველ მეძავებთან შესახვედრად? ჯერ ერთი, ეს ზრდასრული მამაკაცია და მეორეც, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სილამაზის კონკურსების ორგანიზებით იყო დაკავებული და ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებთან, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ სასტუმროში გაიქცა, რათა შეხვედროდა მსუბუქი ყოფაქცევის ჩვენს გოგოებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკეთესოები არიან მსოფლიოში“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა. 


ipn.ge