EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფრთხილად! ონლაინ სესხების მიერ მომხმარებლისთვის დაგებული ახალი ხაფანგი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-18 22:27:03
მას შემდეგ, რაც ონლაინ სესხებზე კანონით გათვალისწინებული რეგულაციები შევიდა ძალაში, ამ მომსახურების სასესხო პროცენტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
თუმცა ამ კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა, როგორც ჩანს, სხვა გზებით გადაწყვიტა მოგების გაზრდა და მომხმარებლისთვის ხაფანგი დააგო, რომელშიც უკვე არაერთი ადამიანი გაება.
ჯერჯერობით, ასეთი აღმოჩნდა, ერთი ონლაინ სესხების კომპანია, სადაც სესხის აღების შემდეგ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენ ვალდებულება გეკისრებათ რამდენიმე, განსაზღვრული საათის მანძილზე ფილიალში მიიყვანოთ თავდები; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დაგეკისრებათ, რომელიც მთლიანი თანხის 12%–ს შეადგენს.
AGORA–მ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგადაც ეს ინფორმაცია მართლაც დადასტურდა.
ჩვენმა ჟურნალისტმა ამ კომპანიისგან საკმაოდ მარტივად აიღო სესხი, თანხის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ კი მას sms შეტყობინება მიუვიდა, რომელიც მსესხებელს აფრთხილებდა, რომ:
„ხელშეკრულების პირობების თანახმად თქვენ გეძლევათ 120 საათი თავდების მოსაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგერიცხებათ პირგასამტეხლო“.
ცხადია, ეს ონლაინ სესხების კომპანიის მიერ დაგეგმილი სრულიად მიზანმიმართული საშუალებაა იმისთვის, რომ მომხმარებლის დაჯარიმების რისკი გაზარდოს და ამით მეტი ფინანსური სარგებელი მიიღოს, რადგან 35 გვერდიან, უწვრილესი შრიფტით აკრეფილ ხელშეკრულებას არავინ წაიკითხავს. კვლევის მიხედვით ხომ სწრაფი სესხებით მოსარგებლე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ არ ეცნობა მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს, რომელთა პირობების ცვლილებაზეც მომხმარებლები, ამ შემთხვევაში, არ ყოფილან ინფორმირებულები.
მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანები, რომლებსაც ამ კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ და სესხი ადრეც აუღიათ, დიდი შანსია, რომ შეცვლილ ხელშეკრულებას არ გაეცნობიან, რადგან არ გაუჩნდებათ იმის ეჭვი, რომ, ამჯერად, განსხვავებულ პირობებზე მოუწევთ ონლაინ რეჟიმში ხელის მოწერა.
ასე რომ, პრობლემას კანონთან შუსაბამო და ზედმეტად მაღალი პროცენტის საჯარიმო სანქციებთან ერთად ის 35 გვერდიანი, უწვრილესი ხელშეკრულებაც ქმნის, რომელსაც, ცხადია, ადამიანი, რომელიც ხაზს ვუსვამთ – ს წ რ ა ფ ი სესხით სარგებლობს და, შესაბამისად, თანხის უმოკლეს დროში მღება უნდა – ნამდვილად არ გაეცნობა. სწორედ ამ მოლოდინზე ამყარებს ეს კომპანიაც საკმაოდ საფუძვლიან იმედს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლიენტის დაჯარიმების რისკის გაზრდით ცდილობს აინაზღაუროს ის ფინანსური დანაკლისი, რომელიც საკანონმდებლო რეგულაციების დაწესების შემდეგ წარმოეშვა.
სწორედ ამიტომ, AGORA გირჩევთ, სესხის აღებამდე კარგად გაარკვიოთ, თუ რა ხელშეკრულებას აწერთ ხელს, რადგან სრულიად მოულოდნელად გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.
წყარო: AGORA.GE