EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვირუსი: საავადმყოფოს 400-მა ადამიანმა მიმართა – პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: DEMI
თარიღი: 2017-01-21 12:06:45
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვირუსის ყველაზე რთული და აქტიური პერიოდი დეკემბრის შუა პერიოდი იყო.
მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვის განმავლობაში, საავადმყოფოს 400-მდე ადამიანმა მიმართა. იმნაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის სწრაფი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
„ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დიაბეტიანი ბავშვები იყვნენ, ასევე C-ჰეპატიტის მკურნალობას ვინც გადის. ამ ეტაპზე გრიპის მასიურად გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, რადგან ამ პიკმა დეკემბრის შუა პერიოდის შემდეგ ჩაიარა.
ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალბატონი გარდაიცვალა, ამ ეტაპზე ეს ბაქტერიაა ყველაზე აქტუალური, რომელიც ყველა ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადია. აქვე მინდა რეკომენდაცია გავცე, რომ არასწორად არ მივიღოთ ანტიბიოტიკი და მის გამოყენებას ექიმის გარეშე არ გირჩევთ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიცივის დადგომასთან ერთად ვირუსებისა და ინფექციების დაავადებების რისკი საგრძნობლად იზრდება. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ინფექციების გავრცელება განსაკუთრებულად სწრაფად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბავშვის მშობელმა ინფექციებისა და გრიპების წინააღმდეგ იმუნიზაციის საკითხზე უკვე იზრუნა, ინფექციური დაავადებები მუდმივად განიცდიან მუტაციასა და სტრუქტურულ ცვლას.
წელს ექიმები განსაკუთრებულად მდგრადი (გამძლე) ვირუსების მიერ გამოწვეულ დაავადებებს აკვირდებოდნენ. ენტეროვირუსული ვეზიკულარული სტომატიტი ეგზანთემა გახდა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ვირუსი და ექსპერტების პროგნოზით წელსაც ის დაგვატყდება თავს და ამჯერად უკვე რეკორდული მაჩვენებლით.
სიმპტომები: ვირუსის სიმპტომები ძალიან გავს გაციებას, ახასიათებს სიცხე და ყელის ტკივილი, ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ტანსა და სასქესო ორგანოზე წითელი ლაქები.
დაავადება ადვილად გადადის კონტაქტით და ნერწყვით, ინფიცირებულის დაცემინებით ან ხელის ჩამორთმევით ის მარტივად დაგაინფიცირებთ თქვენც. განსაკუთრებით ადვილად ინფიცირდებიან დაბალი იმუნური სისტემის მქონენი- მოხუცები და სკოლამდელი ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჩანს საშინელი, ის ჩვეულებრივად გადაიტანება, ერთ კვირაში ან მაქსიმუმ ორ კვირაში გამოდის ორგანიზმიდან, თუმცა სიმპტომების პირველივე დღესვე უნდა მიმართოდ ექიმს, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოზირება და შესაბამისი, ანტივირუსული თერაპიის დანიშვნა. მოგეთხოვებათ ორი კვირის მანძილზე არ გახვიდეთ სახლიდან, რადგან სხვებიც არ დააინფიციროთ.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება არ არის საშიში, გართულების შემთხვევაში იწვევს ტვინის სერიოზულ ინფექციებს, როგორიცაა მენინგიტი და ენცეფალიტი.
როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გართულება?
გართულებების თავიდან აცილების მიზნით კი აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პირად ჰიგიენას- ხშირად იბანეთ ხელები, მოუარეთ პირის ღრუს. მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე, მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანებული ყელის გამო ყლაპვის პროცესი მტკივნეულია.