EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მზის ენერგიის ათვისება და გამოყენება პირდაპირ კოსმოსიდან »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2017-01-21 13:27:29
მეცნიერები ფიქრობენ იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენონ, უწყვეტად, მზის ენერგია 24 საათის განმავლობაში. როგორც ვიცით მზის ენერგია არის მოწინავე განახლებადი ენერგია, მას დედამიწაზე დიდი პოტენციალი გააჩნია, თანამედროვე ნანო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო კაცობრიობას, რომ პრეტენზია გამოეთქვა ისეთ საკითხებზე რასაც ჰქვია კოსმოსში მზის ენერგიის ათვისება.
კაცობრიობას დღითი-დღე უჩნდება სურვილი რომ იცხოვრონ ენერგოუსაფრთხო სისტემაში, და სურთ რომ მომავალი იყოს ენერგეტიკულად სრულყოფილი და არ განიცდიდეს დანაკლისს. რამდნეიმე ათეული წელია რაც კოსმოსში არიან გაშვებულნი სატელიტები, რომელთა დახმარებით დგინდება ამავდროულად კოსმოსის “ამინდი” ამის საფუძველზე ორგანიზაცია”SBSP”-მა მიიღო გადაწყვეტილება რომ ახლო მომავალში დაიწყება ამ ახალ კონცეფციაზე მუშობა.
პიტერ სეიჯი, რომელიც გახლავთ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამბობს , რომ “დედამიწის მოსახლეობას ელ.ენერგია უნდა მიეწოდებოდეს ყოველდღე დღეში 24 საათი, ამის საშუალებას კი თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევენ”. მისი თქმით ამ საექსპერიმენტო პროექტის ღირებულება იქნება 10 მილიონი დოლარი, ხოლო როდესაც ექსპერიმენტი სრულყოფილად ჩაივლის პირველი მზის ელ.სადგურის ღირებულება იქნება 300 მილიონი დოლარი, აქვე გავითვალისწინოთ ის რომ იგი კოსმოსში ყენდება. იგი იქნება პირველი მზის ელ.სადგური ორბიტალური სისტემით.
როდესაც პიტერ სეიჯი ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს და ასევე ნასა-ს წარმომაგდენლობას, იგი ჩიხში მოექცა რადგან ისინი ვერ ხედავენ დაფინანსების მიზეზს რადგან არ იციან თუ როგორ შეუწყობს ეს კონცეფცია მთავრპობას ხელს ხალხის დასაქმებაში, და არ იციან თუ როგორი ეკონომიკური მოგებას მოიტანს ეს პროექტი.
სეიჯი დამწუხრებულია იმით რომ ენერგეტიკას პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისათვის არ უნდა იყენებდნენ და ის აქვე დასძენს , რომ სადაც იგი ვცხოვრობს (კერძოდ ინგლისში) ელ.ენერგიის ფასი 50-60 % -ით გაიზარდა და მისი თქმით ეს ახალი ტექნოლოგია გააჩენდა მსოფლიოში ელ.კომპანიების კონკურენციას დ აფასების სწრაფ შემცირებას.
მისი თქმით ეს გახლავთ ” ენერგეტიკის გლობალური პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი გზა“.
ამ ახალ იდეას აქვს როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეები
1) განსხვავებით ნავთობის, გაზის, ქვანახშირის, ეთანოლის, მზის ენერგია არ ასხივებს ატმოსფეროში სათბურ აირებს.
2) ეს ტენოლოგია არ წარმოქმნის ნარჩენებს
3) იგი საშუალებას გვაძლევს ენერგია ვაწარმოოთ 24 საათი კვირაში 7 დღე, მიუხედავად ქარის სიჩქარისა და ღრუბლიანი ამინდისა რადგან ეს პრობლემები არ არის კოსმოსში.
4) ბირთვული ელ.სადგურების განსხვავებით კოსმოსის მზის ელ.სადგური ვერ გახდება სამიზნე ტერორისტების
5) მისი ექსპორტი შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს.
6) იგი მზოფლიოში ენერგეტიკაზე ფასს შეამცირებს და მისი საშუალებით ენერგეტიკა +1 ნაბიჯით განვითარდება.