EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« უმწეობის განცდა »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-27 14:03:28

ბედი - ეს არის ცხოვრება შემოთავაზებულ გარემოებებში. თუ შევძელით გარემოებების შეცვლა, შეიცვლება ბედიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან გულის სიღრმეში გვჯერა, რომ ამას ვერ შევძლებთ.

ვინ დგას შენს ზურგს უკან?
მაინც სად იღებს სათავეს ეს ნეგატიური მოლოდინი? ფსიქოლოგების აზრით, შორეულ ბავშვობაში. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რვა წლის ასაკისთვის ადამიანი უკვე ფლობს ცხოვრებისეული სცენარების 95%-ს, რომლებიც ოჯახური ტრადიციებიდან არის აღებული, ამიტომ ყოველთვის, როცა კი წარმოვთქვამთ ჯადოსნურ ფრაზას: "არ შემიძლია", - ყური მივუგდოთ ჩვენს შინაგან ხმას. იქნებ ეს დედის ხმაა, მშობლიური, თბილი ხმა, რომელსაც არასოდეს უცდია, გამოემუშავებინა ჩვენთვის დამოუკიდებლობა... ის ყოველთვის თვითონ გვიკრავდა ღილებს და თასმებს, იმიტომ, რომ სამსახურში ეჩქარებოდა... მაგრამ ჩვენ ხომ ამის გაკეთება შეგვეძლო - უბრალოდ, ხელს გვიშლიდნენ. სწორედ ასე ხდება ჩვენს ცნობიერებას შეჩვეული უსუსურობის განმტკიცება. "არ შემიძლია" - ამ ფრაზის უკან ყოველთვის დგას წარსულის კონკრეტული ეპიზოდი. ვცადოთ, აღვიდგინოთ მეხსიერებაში მისი ყოველი წვრილმანი: ბგერები, სუნი, ფერები, სახეები, გარშემო მყოფთა ცალკეული მოქმედებები... ვცადოთ, ხელახლა განვიცადოთ ყოველივე ეს და აზრობრივი აქცენტები სხვაგვარად დავსვათ. რისთვის? იმისთვის, რომ მოვიკრიბოთ ძალა, გამბედაობა და ყველაფერი ვიღონოთ "არ შემიძლიას" გადასალახავად.

 

მაქვს უფლება!
ბევრი ახალგაზრდა და სიმპათიური ქალისგან გაგვიგონია: "მე ვერ გავთხოვდები". ყველაზე საინტერესო ამ ფრაზის გაგრძელებაა: "...იმიტომ, რომ შეუხედავი ვარ, მაინც მიმატოვებენ", "იმიტომ, რომ ნორმალური მამაკაცები აღარ არსებობენ", "იმიტომ, რომ ასეთი ბედი მაქვს..." გონება დაძაბეთ და წარმოიდგინეთ ახლობელი, რომელიც გონებაში ამ აზრს გიბეჭდავთ და შეეცადეთ, ამ ნეგატიური მოლოდინისაგან "გადაეწყოთ". უთხარით საკუთარ თავს: "მე სრული უფლება მაქვს, მქონდეს საკუთარი, სრულიად განსხვავებული ბედი!" პარადოქსია, მაგრამ სატანჯველისგან თავის დახსნა უფრო გვაშინებს, ვიდრე თვით სატანჯველი. რატომ? იმიტომ, რომ ტანჯვას უკვე შევეჩვიეთ, უკეთ ვახდენთ ორიენტირებას ცხოვრების ამ "ჩრდილოვან" ნაწილში, თავს ვირწმუნებთ, რომ სუფთა სინდისით ვცხოვრობთ; ცხოვრების ნათელ, "მზიან" ნაწილში გადასვლა, სადაც არის ბედნიერება, წარმატება, ძალაუფლება, გავლენა, ცხოვრების სიხარული, გვაშინებს მოსალოდნელი სირთულეებითა და შესაძლო მარცხით: "მე დავკარგავ საკუთარ სახეს, შევირცხვენ თავს, შევარცხვენ ახლობლებს და უარმყოფენ!" უთხარით საკუთარ თავს: "ცდა ბედის მონახევრეა! თამამად უნდა გადავდგა ნაბიჯი იდუმალი ბედისკენ!"

 


შეცვალე მომავალი!
თვითშთაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს: თუ ნეგატიური განწყობით ვიცხოვრეთ, ხელს შევუწყობთ ჩვენი "წინასწარმეტყველების" ასრულებას. თუ თავი დაირწმუნეთ, რომ "სივრცითი კრეტინიზმი" გაქვთ, ვერასოდეს გაბედავთ მარტო მოგზაურობას; თუ თავს შთააგონეთ, რომ "მოუქნელი" ხართ, მთის თხილამურებზე ან სნოუბორდზე შედგომის ყოველი ცდა თავიდანვე განწირულია; თუ თავს მოსაწყენ ადამიანად მიიჩნევთ, ამით ართმევთ მას შანსს, ოდესმე გაუბათ საუბარი რომელიმე საინტერესო ადამიანს; თუ ზომიერება თქვენი მთავარი საქმიანი თვისებაა, პროფესიულ ზრდასა და კარიერაზე ფიქრიც კი ზედმეტია. თუ არ გექნება საკუთარი ძალების რწმენა, მიღწევებს ყოველთვის რაღაც გარემოებებს მიაწერ. ასეთ პოზიციას მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს: თავს იმედგაცრუებისგან იცავ, ხოლო შეცდომებსა და მარცხს კანონზომიერებად მიიჩნევ: "რა ჩემი ბრალია, ასეთია ცხოვრება". მაგრამ ეს უპირატესობა საეჭვოა... რა თქმა უნდა, ძნელია ბავშვობის გამოცდილების დამსხვრევა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მომავალზე, ამისთვის კი უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. საბედნიეროდ, მეხსიერებაში პოზიტიური გამოცდილების განმტკიცებაც ხდება, ხოლო ის, ვინც საკუთარ ძალებს ირწმუნებს, აღარ იქცევა იმედგაცრუებულ, წარუმატებელ ადამიანად. ამას ყველა ქალისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ყოველდღე უმეორეთ საკუთარ თავს: "ხვალ ახალი დღე გათენდება და შესაძლოა, ყველაფერი გაცილებით უკეთ აეწყოს..."