EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დევნილთა სამინისტრო აპირებს დევნილთა ყოველთვიური დახმარების გაუქმებას »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-23 01:00:05
უტყუარი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ დევნილთა სამინისტრო აპირებს დევნილთა ყოველთვიური დახმარების გაუქმებას, განიხილება ორი ვარიანტი, მოუხსნან ყველას ან იმათ, ვისაც სახელმწიფომ ბინები დაუმტკიცა.
ამ ვითარებაში, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებით ისედაც გაუსაძლისი გახდა ეკონომიკური მდგომარეობა, ამ ნაბიჯის გადადგმა კატასტროფა იქნება ისედაც უკიდურესად შეჭირვებული დევნილებისათვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
თუ ეს ინფორმაცია მცდარია, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო, მაგრამ თუ სიმართლეს შეესაბამება წარმოდგენაც კი არა გაქვთ იმდენად დიდ წინააღმდეგობას მიიღებთ.
გირჩევთ დააოკეთ სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსნის თავის გამოჩენის მავნებლური ამბიციები და ნუ ეცდებით ეკონომიის გაკეთებას დევნილების ხარჯზე, მაგას ჯობს უაზროდ გაბერილი შტატები შეამციროთ და პრემიებს და დანამატებს მოუკლოთ!
ბესო წერედიანი
tzona.org