EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბრინჯის ფლავი ქათმის ფილეთი და სოკოთი »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-23 14:15:31
- ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 500 გ
- გრძელი ბრინჯი 500 გ (უხდება მრგვალიც და გრძელიც, მთავარია კარგი ხარისხი იყოს)
- სტაფილო 500 გ
- ქამა სოკო ნახევარი შეკვრა
- ხახვი 300 გ
- მარილი და პილპილი
- ნიორი 2 თავი
- ძირა 1 ჩ.კ
დაჭერით ქათმის ხორცი ულუფებად. ჩაასხით ღრმა ქვაბში ზეთი და დაბრაწეთ მასში ხორცი მაღალ ცეცხლზე. სანამ ხორცი ბოლომდე დაიბრაწება ჩააყარეთ ქამა სოკო (ის მალე იწვება ფილესთან შედარებით) შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და განაგრძეთ შუშვა საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ მსხვილად გახეხილი სტაფილო.
გარეცხეთ და დაწურეთ ბრინჯი. ქვაბში ჩაამატეთ მარილი, გარეცხილი ნივრის მთლიანი თავები, ძირა, პილპილი და ამოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი, კვლავ დაამატეთ მარილი, პილპილი, ძირა და დაასხით წყალი. დაახურეთ თავსახური, წამოადუღეთ, დაუწიეთ ცეცხლს და მოხარშეთ. მზადების დროს ნუ ამოურევთ.

ქათმის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი ხორცის გამოყენება.