EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ღატაკი ექს-პრეზიდენტის მილიონიანი სახლები ბრუკლინში, მაიამისა და პარიზში »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-24 23:10:06
გაინტერესებთ (უკრაინელებო და ქართველებო), როგორ ფუფუნებაში ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი, ამჟამად კი მისი ოჯახი ნიუ-იორკში? როგორ დასახლდა ის ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბრუკლინის ვილიამსბურგის ახალი უბანში? მაშ ასე, ჩვენი “ღატაკი” ექს-პრეზიდენტი, რომელსაც (მისი მტკიცებით) ფული საერთოდ არ გააჩნია, დასახლდა ბრუკლინის ჩრდილოეთით, მეშვიდე ქუჩაზე. ეს არის მაღალსართულიანი შენობის პენტჰაუსი, რომლის ფანჯრებიდანაც გაკაშკაშებული მანჰეტენის ხედი მოჩანს. აქ გახლავთ განთავსებული შუშის ცათამბჯენები (მიშამ ოცნება აისრულა, საქართველოშიც შუშების სახლებზე აბოდებდა), ღამის კლუბები და ძვირადღირებული იტალიური რესტორნების ქსელი. ეს კიდევ არაფერი, ვინაიდან სააკაშვილის მადა უსაზღვროა (როგორც ამბობენ), ბრუკლინის მრავალმილიონიან აპარტამენტებს შეემატა ძვირადღირებული სახლი მაიამის სამხრეთ პლაჟზე, ქოქონათ გრუვის უბანში.
მიხეილ სააკაშვილი ტყუილად კვებავს იმედებით თავის თანამებრძოლებს, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებიო, ის ადრევე მიხვდა, რომ ძალიან დიდხანს მოუწევდა გარე-გარე სირბილი და ამიტომაც გადაწყვიტა, “კომფორტი” მოეწყო ამერიკაში და თანაც, არა “ჩერდაკში”, როგორც მისი “ბრძენი” მეუღლე ამტკიცებდა.
სააკაშვილი უშურველად ხარჯავს საქართველოდან გატანილ მილიარდებს, რათა არ ჩაიძიროს და კვლავაც იტივტივოს ე.წ. მსოფლიო პოლიტიკაში. ამერიკელი ნაცნობების წყალობით დაინიშნა თანამდებობაზე უკრაინაში და ამით გავლენას ახდენს ქართული საზოგადოების გამოლენჩებულ ნაწილზე – რაც საქართველოში ვერ დააფასეთ, უკრაინამ დააფასაო.
ბრუკლინის სასახლე და მაიამის საზაფხულო რეზიდენცია ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, მიხეილ სააკაშვილმა ცოლისთვისაც მოიცალა. სანდრა რულოვსი ფაქტობრივად უფუნქციოდ იყო დარჩენილი ამ არჩევნებამდე. ამიტომ, დეპრესიაში რომ არ ჩავარდნილიყო, საკომპენსაციოდ მიშამ 30 მილიონ ევროდ პენტჰაუზი შეუძინა შუაგულ პარიზში, რომელიც მისი ძმის, ეკბერტის სახელზე გააფორმა. ეს არის პარიზის მეშვიდე ელიტარული რაიონი, სენტ-დომიკის ქუჩა. სახლის ბოლო სართულიდან არნახული ხედი იშლება ეიფელის კოშკის მიმართულებით, პარკის გავლით სულ რაღაც 5 წუთია ფეხით სასიარულო.
სანდრას დიდი ბიზნესები ჰქონდა საქართველოში და ცდილობს დაბრუნებას. ჯერ კიდევ ბენდუქიძესთან ერთად ფიგურირებდა სანდრას სახელი ერთობლივ ბიზნეს-წამოწყებებში. სანდრას მამა საქართველოში ჰოლანდიური ყვავილების ბიზნესში იყო ჩართული. ყველა საზოგადოებრივი აქტივობა კი შემოწირული ფულით კეთდებოდა ისევე, როგორც 3 მილიონით გაკეთდა რადიო “მუზა”, რომელიც მისი წასვლის შემდეგ დაიხურა. ასე რომ, არ იდარდოთ, მიშა კარგადაა, არც მისი ოჯახი განიცდის ხელმოკლეობას, ისინი შესანიშნავად ითვისებენ საქართველოდან გატანილ მილიარდებს!
leader.expressinfo.ge