EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ნათელაშვილის რა დოსიე ნახა ლეილა კვირიკაშვილმა საბჭოთა პროკურატურის საიდუმლო მასალებში »
კატეგორია: საინტერესოავტორი: admin
თარიღი: 2017-01-26 15:55:04
«რამდენიმე დღის წინ, პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებიდან 26 წელი შესრულდა. ვანო, წარმოგიდგენია, 1990 წლის 28 ოქტომბრიდან 26 წელი გავიდა და დღესაც არჩევნების ჩატარების მაღალი ხარისხის პრობლემა გვაქვს(!)», – ასე დაიწყო ჩემი და ჟურნალისტ ლეილა კვირიკაშვილის ინტერნეტდიალოგი. მერე, საუ-ბარს შევყევით და ლეილამ, რომელსაც 20 წელია, ვიცნობ, ბევრი საინტერესო რამ მიამბო. საერთოდ, ლეილას მრავალწლიანი ჟურნალ-ისტური, როგორც იტყვიან, სტაჟი აქვს – ივანე ჯავახიშვილის სახელო-ბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რადიოს ლიტერატურულ-დრამატული გადაცემების მთავარი რედაქციის რედაქტორად მუშაობდა, შემდეგ – ტელევიზიის «პირველი არხის» საინფორმაციო სამსახურში. მოგვიანებით, საავტორო გადაცემა «პრეზიდენტის საათი» მიჰყავდა. სახ-ელმწიფო გადატრიალების შემდეგ კი, ტელევიზიაში მუშაობაზე უარი განაცხადა… მოგვიანებით, საინფორმაციო-საგამომცემლო კომპანია «გეორგია» დააარსა. პარალელურად, თსუ-ში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და სხვა კერძო სასწავლებლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ბეჭდურ მედიაში კი, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და ანალიტიკურ წერ-ილებს აქვეყნებდა. მერე, რადიო «საქართველოს ხმის» საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა და პარასკევობით საავტორო გადაცემას – «მთელი კვირა საქართველოს დროით» უძღვებოდა. ოთხი წელია, ლეილა საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც შარდენის სახელობის ქართულ-ფრანგული კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია დააარსა. სხვათა შორის, ლეილა კვირიკაშვილი, რომელსაც ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის, 2010 წელს ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიპლომი და პრემია მიენიჭა, წიგნზე მუშაობს, რომელიც მალე გამოიცემა.
ლეილა კვირიკაშვილი: – მაშინ სულ სხვა დრო იყო: კომუნისტური პარტიის გარდა, სხვა პარტია არც არსებობდა. 1989 წელს, 9 აპრილი რომ მოხდა, ეროვ-ნული მოძრაობა აზვირთდა და არაფორმალებმა შეძლეს, რომ კომუნისტურ მმართველობას კანონში ცვლილებები შეეტანა. მრავალპარტიული არჩევნების დღეს წარმოუდგენელი რამ მოხდა: «მრგვალმა მაგიდამ» საარჩევნო უბნებზე თავისი წარმომადგენლები მიავლინა, ამომრჩეველი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა და, ვანო, უნდა გენახა, ყუთებში ბიულეტენების მოთავსება, მერე დათვლა და ოქმების შედგენა როგორ ორგანიზებულად, დარღვევების გარეშე ხდებოდა. ისე კი არ იყო, მას შემდეგ, თითქმის დღემდე, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და ცესკო-ს წევრებს ბუღალტრობის შეთავსება რომ უწევთ.
– რას გულისხმობ?
– რას და, – ოქმების შევსებისას ბალანსი კალკულატორებით რომ გამოჰყავთ. მაშინ ხმები საოლქოში ითვლებოდა და ოქმებიც იქვე ივსებოდა, მერე კი, ოქმები და საარჩევნო ყუთები თავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იყრიდა. სხვათა შორის, ყუთის გატაცების, ან გადამალვის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა. მოკლედ, თავი ზედემოკრატიულ სახელმწიფოში გეგონებოდა – ეს საოცრება იყო, დამიჯერე!
– ლეილა, სიმართლე გითხრა, პირველი მრავალპარტიული არჩევნები კარგად არ მახსოვს – მაშინ მოსწავლე ვიყავი… ესე იგი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კომუნისტების მიერ იყო დანიშნული, გაყალბებას არ ცდილობდა, ანუ მასზე კომპარტიის ზეწოლა არ იყო?
– 1990 წლის არჩევნებზე, ცესკო-ს (მაშინ ცეესკო-ს უწოდებდნენ) აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია თავმჯდომარეობდა. ბატონი ირაკლი ძალიან წესიერი კაცი იყო. ხმის მიცემის პროცედურა ორგანიზებულად, დემოკრატიულად ჩატარდა, მი-უხედავად იმისა, რომ მანამდე ამის გამოცდილება არ გვქონდა. ვანო, არ გემახ-სოვრება: 1990 წლამდე, კომუნისტები და მათი აქტივისტები არჩევნებს ისე ატა-რებდნენ, რომ ამომრჩევლის მისვლა არც აინტერესებდათ. ეროვნულმა მოძრაობ-ამ ყველა უბანზე დამკვირვებლები და მეთვალყურეები მიავლინა. ყუთების გადა-ტანის დროს, «მრგვალი მაგიდის» მომხრეებისა და აქტივისტების მხრიდან საოცრად დიდი კონტროლი იყო. ხმების დათვლაც ორგანიზებულად მოხდა. სამოქალაქო საზოგადოებამ უეცრად, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, დემ-ოკრატიული არჩევნების ჩატარების ტესტი ჩააბარა, რაც გასაოცარი იყო!
– ჟურნალისტებმა არჩევნების შედეგი რამდენ ხანში იცოდით?
– მახსოვს, საბურთალოდან სოლოლაკისკენ ვმოძრაობდი. ღამის 12 საათი იქნე-ბოდა, საოლქოდან სოსო ბარათაშვილი მოვიდა (ამჟამად ადვოკატია, მაშინ კი, «მრგვალი მაგიდის» საპარლამენტო სიაში იყო და იმ ღამეს დეპუტატი გახდა) და გვითხრა, დიდი უპირატესობით ვიგებთო. შუაღამისას, როცა ხმები დაითვალეს, «მრგვალი მაგიდის» გამარჯვების ამბავი უკვე ვიცოდით. პროცენტები კი ცნობი-ლი მეორე დღეს გახდა – ბატონმა ირაკლი ჟორდანიამ პრესკონფერენცია გამარ-თა და საზოგადოებას წინასწარი შედეგები ამცნო.
– ლეილა, მოდი, საზოგადოებას გავახსენოთ, «მრგვალმა მაგიდამ» რამ-დენი პროცენტი მიიღო…
– «მრგვალმა მაგიდამ» 54 პროცენტი მიიღო და 155 დეპუტატი გაიყვანა. «ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ» კი – 30 პროცენტი და 65 დეპუტატის გაყვანა შეძლო. დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 12,6 პროცენტი მიიღეს. ეს წარმოუდგენელი იყო.
– რატომ?
– ზვიადი და მისი გუნდი ასეთ დიდ გამარჯვებას არ ელოდნენ. ეს შოკი იყო.
– მაშინ ეროვნულ მოძრაობას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და გამარჯვება წარმოუდგენელი რატომ იყო?
– არჩევნების წინა საღამოს, სპორტის სასახლეში უცხოელ დამკვირვებლებთან «მრგვალი მაგიდის» შეხვედრა გაიმართა. საკმაოდ დიდი და წარმომადგენლობი-თი დელეგაციები იყო ჩამოსული ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჟურნალისტები… ზვიად გამსახურდია შეკითხვებს პასუხობდა. ამ დროს, «საქტელერადიოს» სტუდიაში ირაკლი წერეთელი და გია ჭანტურია ბრძანდებოდნენ, რომლებიც მრავალპარტიულ არჩევნებს მხარს არ უჭერდნენ და «მრგვალ მაგიდას», მის ლიდერებს ლანძღავდნენ. ამ დროს მეც ტელევიზიის შე-ნობაში ვიყავი, სპორტის სასახლეში მოგვიანებით გადავედი. კულუარებში მიდი-ოდა საუბარი, რომ ეროვნული მოძრაობა 40-პროცენტამდე მიიღებდა და კომუნისტური პარტიის შესუსტებას შეძლებდა. საერთოდ, ყველას გააზრებული ჰქონდა, რომ კომუნისტური მონსტრის დამარცხება ძალიან ძნელი იქნებოდა…
– ისე, ზოგი დღემდე ამბობს, კომუნისტებმა პოზიციები განგებ დათმეს და ხელისუფლებაში «მრგვალი მაგიდა» მოიყვანესო. ლეილა, მართლა არსებობდა გეგმა, რომელიც «მრგვალების» ხელისუფლებაში მოსვლას ითვალისწინებდა?
– კი, ასეთი ხმა დადიოდა, მაგრამ ეს პირადად ჩემთვის, დაუჯერებელი და ალოგიკურია.
– რატომ?
– კომუნისტები წარმატებაში იმდენად თავდაჯერებულები იყვნენ, რომ დამარცხება წარმოუდგენლად მიაჩნდათ. გარდა ამისა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, გივი გუმბარიძე, ერთი შეხედვით, ლოიალურად გამოიყურებოდა. ის ცეკა-ს პირველ მდივნად 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაინიშნა (მიხეილ გორბაჩოვს საქართველოს სსრ-ს ცეკა-ს პირველ მდივ-ნად გივი გუმბარიძის დანიშვნა 9 აპრილის მერე, საქართველოში ედუარდ შე-ვარდნაძესთან ერთად ჩამოსულმა რაზუმოვსკიმ ურჩია) და მოძლიერებულ ეროვ-ნულ მოძრაობასთან ღია კონფრონტაციას ერიდებოდა, მთელი აქცენტი ჭორების გავრცელებასა და ლიდერების დისკრედიტაციაზე ჰქონდა გადატანილი. კომპარ-ტია ფიქრობდა, რომ ეროვნული მოძრაობის გახლეჩვის შემდეგ (რასაც მიაღწია – პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილე «მრგვალ მაგიდას» ეროვნული კონგრესი დაუპირისპირა), გამსახურდიას ხალხის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა. ზუსტად ამ პერიოდში ფეხს «მხედრიონი» იდგამდა… კომპარტიამ და გუმბარიძემ გამოღვიძებული ქართველების ფსიქოლოგია ვერ გათვალეს. გარდა ამისა, გამოღვიძებულ ქართველებზე ზვიად გამსახურდიას ქარიზმა მძლავრად მუშაობ-და. ამიტომ მჯერა, რომ კომუნისტებს არჩევნებზე არაფერი დაუთმიათ.
– გამოდის, რომ «წითლების» უშიშროებამ ვერ იმუშავა?
– ისე, გუმბარიძე უშიშროების გენერალი იყო. უბრალოდ, ისეთი მოცემულობა, როცა ეროვნული მოძრაობა ისე გაძლიერდებოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევა აზრს დაკარგავდა, ვერ წარმოედგინათ. გურამ მგელაძემ «მხედრიონი» დააფ-ინანსა.
– ამას მტკიცების ფორმაში რატომ ამბობ?
– 1999 წელს, გურამ მგელაძესთან ინტერვიუ ჩავწერე, რაშიც უნივერსიტეტის თანაჯგუფელი, მოჭადრაკე ნანა იოსელიანი დამეხმარა. გურამ მგელაძემ «მხედრიონის» დაფინანსების ინფორმაცია დამიდასტურა და საინტერესო დეტალებიც გამანდო… მოკლედ, კონგრესისა და «მხედრიონის» იმედად დარჩენილი კომპარტია ქართველმა ხალხმა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. არჩევნების შედეგების გამოცხადების მერე, გივი გუმბარიძემ თავს უშველა.
– რას ნიშნავს, თავს უშველა, გამსახურდიას გაურიგდა?
– არა, ნოემბერში თანამდებობა დატოვა და გაუჩინარდა. როგორც ამბობდნენ, მასზე მიხეილ გორბაჩოვი განრისხებულიც კი ყოფილა, მაგრამ როგორც კადრი, უმუშევარი არ უნდა დაეტოვებინა და იცი, გორბაჩოვმა რა ქნა?
– რა?
– რა და, – გივი გუმბარიძეს სოჭის ქალაქკომის მეორე მდივნობა შესთავაზა, ანუ ამით სილა გააწნა. ამიტომაცაა ჩემთვის დაუჯერებელი ის მითი, რომ კომუნისტებმა ეროვნულ მოძრაობას თითქოს დაუთმეს. უბრალოდ, რევოლუციის კანონი მუშაობდა: როცა ზემოდან მართვა არ შეუძლიათ, ხალხს კი, ახალი ცხოვრება სურს. ყველაფერი ეს 9 აპრილის მსოფლშეგნებამ და იმ სისხლმა მოიტანა, რომელიც რუსმა სპეცრაზმელებმა რუსთაველზე დაღვარეს. გარდა ამისა, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს მილიცია აგრესიული აღარ იყო. ეროვნულმა ტრაგედიამ, ბუნებრივია, ქართველ ფუნქციონერებზეც იმოქმედა. გივი გუმბარიძემ უშიშროების არქივი, ოთარ ხატიაშვილის ხელით, მთლიანად ახალ ხელისუფლებას გადაულოცა.
– მაშასადამე, გუმბარიძემ უშიშროების არქივი ეროვნულ ხელისუფლებას ნებით გადასცა?
– როცა ხელისუფლება იცვლება, სახელმწიფო დოკუმენტაცია, ბუნებრივია, ახალ ხელისუფლებას უნდა გადაეცეს, თუმცა ეს ბუნებრივად ახლა ჩანს, მაგრამ მაშინ წარმოუდგენელი იყო – 1990 წლამდე, კომუნისტებს ხელისუფლების გადაბარების პრეცედენტი ხომ არ ჰქონდათ! გივი გუმბარიძემ საქართველოს უშიშროების გენ-ერალ-მაიორის, ოთარ ხატიაშვილის შუამავლობით, საქართველოს უზენაესი საბ-ჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას საიდუმლო დოკუმენტაციის ორიგი-ნალები გადასცა. ზვიად გამსახურდიამ უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ოთარ ხატიაშვილი სწორედ ამის მერე დანიშნა.
– უშიშროების არქივებზე ბევრი ვერსია გამიგია, თუმცა ეს პირველად მესმის. ისე, იმასაც ამბობენ, ეროვნულმა მოძრაობამ უშიშროების კომიტეტის შენობა არჩევნებამდე დაარბია და არქივები გამოიტანაო…
– უშიშროების კომიტეტთან მსგავსი აქცია მოეწყო და მერე, გარეთ რაღაც ფურ-ცლები ფრიალებდა, მაგრამ ეს უფრო იმიტაცია იყო. მაშინ ითქვა, არქივი გაანადგურესო, მაგრამ არანაირად! ოთარ ხატიაშვილმა და მამია ალასანიამ, რო-მელიც უშიშროების კომიტეტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, ცეცხლგამძლე ყუთებში დაცული ორიგინალები ზვიად გამსახურდიას კაბინეტში მოიტანეს.
– მამია ალასანიამ, ანუ ირაკლი ალასანიას მამამ, არა?
– დიახ, ირაკლის მამამ, რომელიც სოხუმში ჟიული შარტავასთან ერთად დარჩა და, როგორც ამბობენ, იქ დახვრიტეს.
– ეს არქივი ზვიადის კაბინეტში ინახებოდა?
– რაც შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, ისაა, რომ ამ არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი (თუ სრული არა) უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მისაღების გვერდზე, თანაშემწის ოთახში იყო დაცული. ეს ოთახი გარკვეული პერიოდი დალუქული გახლდათ.
ვანო, ის, რასაც ახლა გიყვები, ისაა, რაც ჩემი თვალით მინახავს და საკუთარი ყურით მომისმენია! ასე რომ, ჩემს ინფორმაციებში «სარწმუნო წყარო» და «ამ-ბობენ» გამორიცხულია. სხვათა შორის, წიგნს ვწერ, ამიტომ ახლა ცოტა თავშეკავებული ვიქნები და ფრჩხილებს ბოლომდე არ გავხსნი, მაგრამ ყურ-ადღებას ძირითად აქცენტებზე მაინც გავამახვილებ.
– ლეილა, აშკარად, საინტერესო და საოცარ ინფორმაციებს ფლობ. ამ-დენს როგორ იმახსოვრებ?
– ამიტომ მინდა, წიგნების გამოცემა მოვასწრო – რა იცი, რა ხდება, ჩემი ტვინის პლატა ხომ შეიძლება, გადაიწვას…
ასე რომ, ყურადღებით მომისმინე: 1990 წლის ნოემბრის ბოლოა. ბატონ ზვიადთან ოპერატორთან ერთად ვარ და უზენაესი საბჭოს შენობიდან გავდივართ – შეხვედრა აქვს რაიონში და უნდა გადავიღოთ. ხელისუფლების სათავეში «მრგვალი მაგიდა» ერთი თვის მოსულია და ზვიად გამსახურდია უკვე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეა. უშიშროების არქივები ძალიან მაინტერესებდა, გავბედე და ამის შესახებ ბატონ ზვიადს ვკითხე. ხვალ მობრძანდით, გენაცვალე, და საშ-უალება გექნებათო, – მომიგო მისთვის დამახასიათებელი ინტონაციით და დი-ლარ ხაბულიანს დაუძახა.
– ამ დროს დილარ ხაბულიანი უკვე შს მინისტრია?
– კი. მაშინ მძიმე დღეები იდგა – ნოემბრის ბოლოსკენ «მხედრიონმა» ოპერის ბაღში აქცია მოაწყო და ერთგვარი დაძაბულობა იგრძნობოდა.
მეორე დღეს, დილით, ადრიანად მივედი ბატონი ზვიადის მისაღებში. იქ ორი ქალბატონი მუშაობდა, ერთი უფრო ახალგაზრდა იყო – «ჰელსინკის კავშირის» წევრი, ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი და პირადი მდივანი ლალი მაისურაძე, რომელიც 1992 წლის აპრილში, წალენჯიხაში მოკლეს. ცოტა ხანში ლალიმ მითხრა, ბატონმა ზვიადმა გიკითხაო. ვნერვიულობდი, მეშინოდა, არ გადაეფიქრებინა… წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, «კა-გე-ბე»-ს საშინელი ფო-ლიანტების ნახვას თუ შევძლებდი…
მისაღებში საგანგებოდ გამოძახებული ბატონი გამაცნო. ეს ბატონი მამია ალასა-ნია გახლდათ, რომელმაც მისაღების გვერდით მდებარე ოთახს სპეციალური ლუქი მოხსნა, შიგნით შემიყვანა და ამიხსნა, არქივზე როგორ უნდა მემუშავა, ოღონდ მთხოვა, რომ საბუთები ისევ თავის ადგილზე დამეწყო (ამის მერე მამია ალასანიასთვის თვალი აღარ მომიკრავს. ისე, მინდა აღვნიშნო, რომ კულტურული და დახვეწილი კაცი იყო – მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება შემექმნა პანკ-ისის ამბების დროს, როცა ირაკლი ალასანიამ ჩემი ყურადღება მიიპყრო, მაშინ გავიგე, რომ მამია ალასანიას შვილი იყო).
– ლეილა, მოკლედ, «კა-გე-ბე»-ს არქივის გაცნობას რამდენი ხანი მოან-დომე?
– ზუსტად 5 დღე, დილიდან გვიანობამდე ვიჯექი. ლალიმ იცოდა, იქ რომ ვიყავი და ყავას მაწვდიდა ხოლმე. ოთახს გაოგნებული ვტოვებდი.
– ამისთანა რა ნახე?
– ვანო, ისეთი ხალხის პირად საქმეებსა და დოსიეებს წავაწყდი, წარმოდგენაც რომ შეუძლებელი იყო. მეცნიერი, რომელიც საზღვარგარეთ, სიმპოზიუმზე უნდა წასულიყო, დამუშავებას გადიოდა, თუმცა ეს იმასთან შედარებით, რაც მათ პატაკებში იყო დაფიქსირებული, არაფერია. დეტალებზე არ შევჩერდები, თუმცა ერთს ვიტყვი: მათ შორის მხოლოდ ზვიადის მოწინააღმდეგეები კი არა, «მრგვა-ლი მაგიდის» წევრები და აქტიური მხარდამჭერებიც იყვნენ.
– დამიკონკრეტე, მხედველობაში ცნობილი ადამიანები, ინტელიგენცია და დეპუტატები გყავს?
– კი, რამდენიმე უზენაესი საბჭოს წევრიც… მეექვსე დღეს ცუდად გავხდი.
– რამ დაგზაფრა?
– ძალიან ვინერვიულე და ვეღარ გავუძელი, როცა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურთან, ანუ «კა-გე-ბე»-სთან თანამშრომელი უამრავი გამოჩე-ნილი თუ უჩინარი ქართველი საკუთარი თვალით ვნახე. ამის მერე აღარ მიკვირ-და, რატომ იყო ზვიად გამსახურდიას საყვარელი გამოთქმა – «კრემლის აგენ-ტები».
ოთარ ხატიაშვილს ვახტანგ რაზმაძეც არ ჩამორჩა და პროკურატურის ჩინოსანთა
პატაკები და მოხსენებითი ბარათები, რაც ზვიად გამსახურდიასა და მისი მოძ-რაობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ახლადარჩეულ გამსახურდიას მოუტანა. პროკურატურის საიდუმლო ინფორმაციები იმ ოთახში, მუყაოს საქაღალდეებში ეწყო. რამდენიმე განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
– რითი დაგამახსოვრდა?
– ბატონ ზვიადს სამი გვარი ჰქონდა გახაზული და იქვე, თავისებური სქოლიოსა-ვით, მინაწერი იყო. ერთი შალვა ნათელაშვილი იყო, რომელიც 1987 წელს პრო-კურატურის პარტიული კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა და 9 აპრილის დროსაც პარტკომი იყო. 1989 წლის 9 აპრილს, როცა ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მათ შორის, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დააკავეს, თავს განსაკუთრებით პარტკომი იჩენდა და აქტივისტებსა და ხელმძღვანელ ორგანოებ-ში საიდუმლო პატაკებსა და შიდა მოხმარების ინფორმაციებს ავრცელებდა. გენერალური პროკურატურა მთლიანად მოსკოვს ექვემდებარებოდა. დოკუმენტებიც რუსულად იწარმოებოდა. ვანო, ერთი ხერხი ვიხმარე. ვიცოდი, რომ მეთხ-ოვა, ამის ნებას არ მომცემდნენ. სამდღიანი ფიქრის შემდეგ, გამოსავალს მივ-აგენი: ოთახში ფაქსის აპარატი იდგა, რომელსაც «ა4» ფორმატის გადამრავლება, ანუ ასლის ამოღება შეეძლო. ასე შევძელი ათეულობით ფურცლის გამოტანა. მას შემდეგ საგანგებოდ მქონდა გადამალული არქივის ეს ნაწილი – ამის შესახებ არავის გავენდე. მოგვიანებით, როცა შევარდნაძის «იმედის» არჩევნები ჩატარდა და პარლამენტში ახალი სახე გამოჩნდა, რომელიც იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ ეს ის შალვა ნათე-ლაშვილი იყო. იქამდე ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა, გარდა მისი პარტკომობისა. მოგვიანებით, როგორც ჟურნალისტმა, გავიცანი კიდეც. ვუღიმოდი და ყავას ერთად ვსვამდით. გულში კი ვფიქრობდი, ამან რომ იცოდეს, მასზე რა მაქვს, ხომ აქვე მომკლავდა-თქო. რა ქნას, ასეთი მძიმე ცხოვრება გაიარა, რამაც მასში აგრესია გააძლიერა.
საერთოდ, ერთმანეთის სიძულვილისა და გინების დრო უნდა დამთავრდეს. თუ საკითხები ცივილურად არ დადგება, დამიჯერე, არაფერი გვეშველება.
– ლეილა, ამ დოკუმენტურ მასალას როდის გამოაქვეყნებ? თუ ფიქრობ, რომ ჯერ ადრეა?
– არა, დოკუმენტური მასალა ჩემს წიგნში იქნება და იქ ყველაფერზე გახსნილად დავწერ.
სხვათა შორის, არქივში ერთი კაცის დოსიე ვნახე, რომელიც უზენაესის შენობაში მხვდებოდა და დიდი პატივისცემით მომიკითხავდა ხოლმე, მე კი მისი დოსიე მქონდა ნანახი, მაგრამ ვინმეს ამას როგორ ვეტყოდი? მე რომ კონფიდენციალობა არ დამეცვა და ფრთხილი არ ვყოფილიყავი, დღეს, ალბათ, ამ ინტერვიუს ვერც მოგცემდი. რაც დრო გადის და ასაკი მემატება, უფრო მეტად შემწყალებელი გავხდი და მათი გაკიცხვა მიჭირს, თუმცა სიმართლესა და რეა-ლობას თვალი უნდა გავუსწოროთ – თუ გვინდა, რომ სწორი გზით სიარული შევძლოთ, სხვა გზა არ არსებობს!
– უზენაეს საბჭოში «მრგვალი მაგიდა» და კომუნისტები ერთმანეთს როგორ შეეწყვნენ?
– მახსოვს, კომისიებში მუშაობა გვიანობამდე მიდიოდა… ახალ კანონებზე, დეპუ-ტატებთან ერთად, მეცნიერები და დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ.
– კომუნისტური პარტიის სიით გასულ დეპუტატებს როგორი პოზიცია ეჭირათ?
– ვანო, ახლა გვარებს ჩამოგითვლი, თუ ვინ გახდნენ დეპუტატები «ერთიანი კომუნისტური პარტიიდან»: ლევან ალექსიძე, ანდრია აფაქიძე, გურამ გვერდ-წითელი, ეთერ გუგუშვილი, ბაკურ გულუა, თამარ დეკანოსიძე, დემურ დვალიშ-ვილი, ზაალ კახიანი, როინ მეტრეველი, თამაზ ნადარეიშვილი, თედო ნინიძე, სერგო რიგვავა, მინდია სალუქვაძე, ნუგზარ საჯაია, აპოლონ სილაგაძე, ლოვარდ ტუხაშვილი, მინდია უგრეხელიძე, გერმანე ფაცაცია, ივერი ფრანგიშვილი, გიორგი ქავთარაძე, აკაკი ძიძიგური, ლევან ჭილაშვილი, ევგენი ხარაძე, ნინო ჯავახიშ-ვილი, ნოდარ ჯანბერიძე, მზექალა შანიძე, თემურ შაშიაშვილი, ალექსანდრე შუ-შანაშვილი, ლეო ჩიქავა და… აღარ გავაგრძელებ. ზვიად გამსახურდიას რამ-დენიმე მათგანი თავიდანვე გვერდში დაუდგა. «მრგვალი მაგიდისა» და კომუნისტების დეპუტატები კანონპროექტებზე ერთობლივად მუშაობდნენ. თავშეკავებული და რაღაცნაირად პატივისცემის განწყობა იყო. ძალიან აქ-ტიურობდნენ ლევან ალექსიძე, დემურ დვალიშვილი, ბაკურ გულუა, მინდია უგრეხელიძე, აპოლონ სილაგაძე. მერე, რამდენიმე მათგანი ზვიად გამსახურდიამ თანამდებობაზეც კი დანიშნა.
რაც შეეხება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს, ის «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს» სიით შევიდა პარლამენტში. კომუნისტებიდან სამი-ოთხი წევრი მახსენდება, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა და მოგვიანებით, ხელისუფლების დამამხობელთა ავანგარდში იდგა. ერთი ბერადაა აღკვეცილი, ამიტომ თავს შე-ვიკავებ, მეორე კი თემურ შაშიაშვილია, რომელიც ამბობდა, ერთი კომუნისტიც რომ დარჩეს, ის ერთი მე ვიქნებიო. ამ თემაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ისევ არქივებს დავუბრუნდები.
– კი ბატონო, მაგრამ ახლავე გკითხავ, ის კადრები, რომლებიც თანამდებობებზე დაინიშნენ, შენი აზრით, პროფესიონალები იყვნენ?
– შევთანხმდეთ, რომ კადრები საქართველოს თანმდევი უკვდავი თემა და პრობლემა არის და იყო, მით უფრო, მაშინ. ხელისუფლების სათავეში მოდის «მრგვა-ლი მაგიდა-თავისუფალი საქართველო» და უცებ, უნდა მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება. წარმოგიდგენია, რა პრობლემა დადგა ზვიად გამსახურდიას წინაშე? ყველას, ვინც ეროვნული მოძრაობისას დროშის ტარი დაიჭირა და რამ-დენჯერმე მიტინგზე იყო, პრეტენზია გაუჩნდა. უფრო ავტორიტეტულები’რეკ-ომენდაციებს უწევდნენ, ჩამოდიოდნენ რაიონებიდან, მიდიოდნენ ზვიად გამსახ-ურდიასთან და გაუთავებელი მიდი-მოდი იყო. ხომ იცი, გამოთქმა რომაა, მოვიდა ჩვენი დროო. თუ შენი დროა, ხელი შეუწყე და შენი უვიცობით ხელს ნუ შეუშლი. აი, ეს პრობლემა მუდამ იდგა და დგას საქართველოში. მინისტრებად, ბუნებრივ-ია, არაპროფესიონალებიც მოხვდნენ, თუმცა ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ის მოხდა, რაც მოხდა. დეტალებზე არ შევჩერდები და მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან:
სახელოვნებო სფეროს მინისტრად ცნობილი კაცი დაინიშნა, მაგრამ როცა ევროპაში მივლინებით წავიდა, მინისტრმა კაცმა ისე გვარიანად იქეიფა და «ვისკი» წრუპა, რომ მეორე დილით (ევროპაში შეხვედრები დილაუთენია სჩვევი-ათ, რაც ქართველისთვის პრობლემაა) დაეძინა. სამაგიეროდ, ზვიადს დაურეკა და უთხრა, მომწამლესო.
– რომელ მინისტრზე ლაპარაკობ?
– ამჯერად გვარს არ დავასახელებ… ვიდრე ჩამოვიდოდა, ზვიადმა იცოდა, რომ კი არ მოწამლეს, არამედ, ადრე ვერ გაიღვიძა. ამ მინისტრთან ინტერვიუზე ვიყა-ვი და რა სისულელეებიც ილაპარაკა, ისეთი სახით მივიღე, თითქოს არაფერი ვიცოდი. სიუჟეტი «მოამბის» მთავარ გამოშვებაში გავიდა, თუ როგორ მოწამლეს ხელისუფლების მინისტრი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში. 1991 წლის აგვისტოს მოს-კოვის «პუტჩის» იმიტაციის მერე, ეს მინისტრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ზვიად გამსახურდიას განუდგა და ჯერ დემოკრატია და მერე თავისუფლებაო, – ამ ლოზუნგს ამოეფარა.
– ისე, გამსახურდიას საკმაოდ ბევრი ადამიანი და ცნობილი პიროვნება გაუნაწყენდა. რატომ?
– ამაზე მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ და, ვანო, რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ გარეშე მტერმა, ეს მტერი რუსეთია, ოდითგანვე შეძლო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ქართული ინტელიგენციის განწყობის შექმნა. როგორც კი ზვიადი ხელისუფლებაში მოვიდა, თავს უამრავი საქმე და საზრუნავი დაატყ-და. ვერ ახერხებდა თეატრებში სიარულს და საღამოებში მონაწილეობის მიღებას. ცნობილი ადამიანები კი, მიჩვეულები იყვნენ დაფასებას, უმაღლესი ხელისუფალის კარზე მიღებებს. ერთი ცნობილი პოეტი იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ზვიადმა ვერ მოახერხა დედამისის პანაშვიდზე მისვლა. განა, ყველა აგენტი და წინასწარ გამიზნული მტერი იყო? – არა. ამას ბოლომდე არ ვუშვებ. წესიერი ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ აქ უკვე ქართულმა ხასიათმა იმუშავა. როცა ვამ-ბობთ, რომ ინტელიგენცია ასეთია და ისეთია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ის ხალხია, ვინც თავისი შემოქმედებითა თუ სამეცნიერო მოღვაწეობით საქართველოს სახელი გაუთქვეს. მათი დაფასება გარკვეული დოზითაა საჭირო. ასეა ევროპაშიც: გამოჩენილი ადამიანები, მოსწონთ თუ არა, თავის წილ დაფასებას სხვადასხვა ფორმით იღებენ, თუნდაც ეს დაბადების დღის მილოცვა იყოს და სხვა არაფერი. ძალიან ბევრი ახალგამომცხვარი ინტელიგენტი ცდილობდა «მზის ქვეშ» თავის წილს. სწორედ მათი მეცადინეობით მოხდა ბევრი კარგი ადამიანის განაწყენებაც.
– რას გულისხმობ?
– აი, მაგალითად, ერთ მოპოეტო ელემენტს ერთი პოეტის ადგილის დაკავება უნდოდა. ყველანაირი ხერხით და მეთოდით ცდილობდა, ზვიადის ყურამდე იმ პოეტის შესახებ აუგი მიეტანა. ხშირად იცდიდა მისაღებში, რეკავდა სამთავრობო ოთხნიშნა და სამნიშნა ტელეფონებით. ერთი სიტყვით, გეგმაზომიერად ცდილობ-და, ზვიადისთვის ის კაცი, რომელიც ბავშვობის მეგობარი იყო, შეეძულებინა.