EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნათელაშვილის რა დოსიე ნახა ლეილა კვირიკაშვილმა საბჭოთა პროკურატურის საიდუმლო მასალებში (გაგრძელება) »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-26 16:07:18

ნათელაშვილის რა დოსიე ნახა ლეილა კვირიკაშვილმა საბჭოთა პროკურატურის საიდუმლო მასალებში

leila_zviadi

– მოახერხა?
 
– რაღაცა დოზით, ალბათ, კი, მაგრამ ბოლომდე ვერა. ის პოეტი გამომცემლობის დირექტორობიდან კი მოხსნეს, მაგრამ ის მოპოეტო ელემენტი მაინც არ დაინიშ-ნა. ზვიადის გვერდში კარგი, გამოჩენილი და პატრიოტი პიროვნებები იყვნენ. მკითხველმა ისე არ გაიგოს, რომ ყველას ვაკრიტიკებ. არა, არანაირად! უზენაესი საბჭოს შემადგენლობაშიც, მთავრობასა და ინტელიგენციაშიც იყვნენ ბოლომდე ერთგული ადამიანები, მაგრამ ცუდმა გადაწონა – როგორც ხდება ხოლმე.
 
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ არსებულ რეჟიმს ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა, ბევრი დაავადდა და გადაიხვეწა. მშვიდობიან მიტინგებზე იხვრიტებოდ-ნენ უდანაშაულო ადამიანები, ენით აუწერელი უბედურება ტრიალებდა ოჯახებში.
 
– ისე, მიტინგებზე ინტელიგენციის წარმომადგენელთა გვარები ხშირად ისმოდა, რაც ალბათ, საქმეს ართულებდა და მისასვლელ გზებსაც კეტ-ავდა…
 
– კი, გეთანხმები. ერთმა პიროვნებამ ქალბატონი ლიანა ისაკაძე ცუდად მოიხსენია. გული დამწყდა – ლიანას დედა ჩემი მოგვარე იყო და რაღაცნაირად განვიცადე. ვიცოდი, რომ ლიანას მისამართით დაუმსახურებელი ლანძღვა იყო. გადაცემა «პრეზიდენტის საათს» ვწერდი – ინტერვიუს ვიღებდი ბატონი გამსახ-ურდიასგან, ამ დროს უკვე არჩეული პრეზიდენტი იყო და ვკითხე, დაპირისპირება და მსგავსი გამონათქვამები ისედაც გახლეჩილ საზოგადოებას ხომ უფრო დააშორიშორებს-მეთქი და იცი, რა მოხდა?
 
– რა?
 
– ბატონმა ზვიადმა თანაშემწეს, ალეკოს დაუძახა და სთხოვა, ლიანა ისა-კაძესთან დამაკავშირეო. ჩვენი ოპერატორის, ამირან მურვანიძის, თანაშემწისა და ჩემს წინაშე ესაუბრა ლიანას და ბოდიშიც მოუხადა, წარმოგიდგენია? ამ დროს კამერა გამორთული იყო და პირად საუბარს ჩუმად ხომ არ ჩავწერდით? ახლა კი ვნანობ, ნეტა, ჩაგვეწერა. საუბარი რომ დაამთავრა, მოგვიტრიალდა და გვთხოვა, იქნებ, ინტერვიუები ჩაწეროთ ამა და ამ დეპუტატებთანო. ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი მედეა თუშმალიშვილი იყო, რომელსაც დიდ პატივს სცემდა და იცოდა, ლანძღვას არ მოჰყვებოდა, საქმეზე ისაუბრებდა.
 
ვანო, იცი, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეცდომა რა იყო? – პირველ რიგში, ის, რომ ლუსტრაციის კანონი არ მიიღო, უფრო სწორად, მიღება ვერ მო-ასწრო. წარმოიდგინე, ერთ წელში გაიმართა რეფერენდუმი (1991 წლის 31 მარტს), აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა (1991 წლის 9 აპრილს), ჩატარდა საპრე-ზიდენტო არჩევნები (26 მაისს), ძალაში შევიდა ადგილობრივი თვითმმართველო-ბის შესახებ კანონი და არჩევნებიც გაიმართა, რუსეთის ჯარს ოკუპანტის სტატუსი მიენიჭა და 1991 წლის 19-21 აგვისტოს, როცა მოსკოვის «პუტჩი» მოეწყო, ამის მერე კომუნისტური პარტია აიკრძალა. ამის შემდგომი ნაბიჯი ლუსტრაცია იქნებოდა და გადატრიალებამაც არ დააყოვნა. ლუსტრაციის შესახებ კანონი ბევრ პრობლემას მოაგვარებდა: პარტიულ და აღმასრულებელ თანამდებობებზე დანიშვნის შეზღუდვა დაწესდებოდა, არჩევით ორგანოში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას და ქვეყანა ამოისუნთქებდა. ის პირები, ვისზეც ლუსტრაციის კანონი გავრცელდებოდა, კონფიდენციალურ საბუთებს, დოკუმენტებს მიიღებდნენ – ეს არ გახმაურდებოდა და სპეციალური ნდობით აღჭურვილი ჯგუფი დაარეგუ-ლირებდა კანონის მოქმედებას. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა.
 
 
 
შემდეგი ხელისუფლება ლუსტრაციის კანონს რომ არ მიიღებდა, ფაქტია. საუბედუროდ, არც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო და ეს პრობლემა თავს დღემდე გვახსენებს!
 
– ლეილა, რა ამის პასუხია და, გროზნოდან ზვიად გამსახურდიას საქართველოში ჩამოყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო?
 
– მაშინაც ასე ვფიქრობდი და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. დეტალებში არ შევალ, საქართველოდან ვინ აწვდიდა ინფორმაციებს, ვინ ჩადიოდა და ეუბნებოდა, რომ თუ დაბრუნდებოდა, მთელი საქართველო ფეხზე დადგებოდა და რეჟიმი უკან დაიხევდა.
 
ზვიადი ერთგვარად იმ ადამიანების მძევალი აღმოჩნდა, ვინც თითქოს აფხაზეთის გადარჩენის მიზნით, საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში ჩამოსვლას აიძუ-ლებდნენ. როგორც ვიცი, ზვიადმა ჩამოსვლამდე ზუგდიდში პრემიერ-მინისტრი ბესო გუგუშვილი გამოაგზავნა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, თუ რა ხდებოდა და როგორი სიტუაცია იყო იმდროინდელ საქართველოში. ბატონმა ბე-სომ ინტერვიუ მომცა და დამიდასტურა, რომ გროზნოში ზვიად გამსახურდიას დაუკავშირდა და უთხრა, სამეგრელოში როგორი არაორგანიზებული სიტუაცია დახვდა და სთხოვა, ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა.
 
დღეს ამის განსჯა ძალიან ადვილია, მაგრამ მაშინ ძალიან მძიმე ჟამი იდგა და ის რამდენიმე მოღალატე, რომელიც მაშინ სამეგრელოში პოზიციებს ფლობდა, თავისი უგუნურობითა თუ გამიზნული პროვოკაციით, ზვიად გამსახურდიას საქართველოში ჩამოტყუებას ცდილობდა! სამწუხაროდ, ეს ასეა. მაშინ რეჟიმს იმდენი შეიარაღებული ფორმირება და ძალოვანი ჰყავდა დაგეშილი, რომ წარ-მოუდგენელი იყო, რამე დაეთმო. მთავარი მიზანი ზვიადის ფიზიკური განადგურე-ბა იყო. ცოცხალი ზვიადი ძალიან დიდი პრობლემა იყო. დარწმუნებული ვარ, თავადაც მიხვდა, თუ როგორ მახეში გააბეს, ამიტომაც თქვა სამეგრელოში, მიტ-ინგზე, აქედან ცოცხალი არსად წავალო. პრაქტიკულად, თავი გაწირა. უბრალოდ, საქართველოს გარეშე სიცოცხლე აღარ შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობ.
 
იცი, კიდევ რაში დავრწმუნდი?
 
– რაში?
 
– ადამიანის გაფეტიშება და ზღვარგადასული ეგზალტირება კარგს არც იმ პი-როვნებას მოუტანს და, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვისაც დამღუპველია! იყო გაუთავებელი კარის აჭედვები და ძალადობრივი ქმედებები, რამაც უარყოფითად იმოქმედა და საზოგადოებაში აგრესია გააძლიერა. ბევრი რამ თვითინიციატივით ხდებოდა, რაც, დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდიასაც არ მოსწონდა, მა-გრამ რთული პერიოდი იყო და ამის ერთბაშად დარეგულირება და მართვა ჭირდა – ამას დრო სჭირდებოდა.
 
– ლეილა, როგორც ვიცი, გროზნოში, გამსახურდიას დაკრძალვაზე იყავი, არა?
 
– დიახ, ვიყავი. ეს ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღეებია… გახსენებაც აღარ მინდა…
 
– კარგი… მოდი, ისევ არქივზე გკითხავ. როგორ გგონია, როცა არქივში შეგიშვა, ზვიად გამსახურდია რატომ გენდო?
 
– ვანო, ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ… უბრალოდ, გამიმართლა. ჩემს მიმართ პატივისცემას და ნდობას გამოხატავდა. მეც ძალიან დიდი პატივისცემა მქონდა. ისიც იცოდა, როცა მძიმე დღეები იდგა და უზენაესის შენობაში ვიყავი, ჩემი მეუღლე ეზოში იდგა და ერთი წუთით არ ტოვებდა კანონიერი ხელისუფლების შენობის მისადგომებს. დარწმუნებული ვარ, ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომ-ლებსაც მაშინ ტალახი დაუმსახურებლად მოეცხოთ. ხომ გეუბნები, ძალიან მძიმე პერიოდი იყო – ამდენი გაურკვეველი ბიოგრაფიის ხალხი ვის უთხრიდა ძირს და როგორ მუშაობდა გუნდისა და მომხრეების დაყოფაზე, ეშმაკმა უწყის.
 
გადატრიალებამდე ასეთი ხმაც გავრცელდა, ზვიადი გალოკილი თითივით, ანუ მომხრეების გარეშე უნდა დავტოვოთო.
 
რაც შეეხება ფორმულირებას – «ყველას მინუს ერთი», ეს საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე საშინელი სპეცგეგმა იყო. აღარაფერს ვიტყვი «პროვინციულ ფაშიზმსა» და «დიქტატურაზე».
 
დღეს საქართველოში ისევ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომ-ლებიც მაშინ დაპირისპირებულ მხარეს იდგნენ. დღეს ყოფილი «მხედრიონელი» და ზვიადის მომხრე დღეს ერთ ბანაკში წარმოგიდგენია?
 
– კი, წარმომიდგენია…
 
– დიახ, ამისი მრავალი მაგალითი არსებობს…
 
– ასეა თუ ისე, სამოქალაქო თანხმობა რაღაცნაირად მაინც მოხერხდა, არა?
 
– ამაშიც გეთანხმები, თუმცა ეს მაინც მოჩვენებითია და იცი, რატომ? – თუ სხვადასხვა პარტიის მომხრეები არიან, ერთმანეთს მაინც «მხედრიონელობას» აძახებენ. თუ თავს ერთი პარტიის წიაღში გრძნობენ, მაშინ ერთმანეთის წარსული ავიწყდებათ – ასეთია რეალობა.
 
ყველა ის ადამიანი, რომელიც გვარდიაში, «მხედრიონსა» თუ სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებაში იყო, მეცოდება – საშინელი საქმეები აკეთებინეს, თანამოძმენი ახ-ოცინეს და მერე, მოისროლეს. ბევრი მათგანი შიმშილისგან გარდაიცვალა, მრავალი მოკლეს და გაანადგურეს, ზოგიერთი ისევ თანამდებობებს «ეზომება». ის ცოდვა, რაც მათ მხრებზე წამოიკიდეს, ძალიან მძიმეა. ყველას ვაპატიე და იცი, რატომ? – ყველა ქართველი მეცოდება, რა მნიშვნელობა აქვს, მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას ეყრებოდა საფუძველი, ვინ რომელ მხარეს იდგა. ყველა ერთნაირად დავზარალდით. განა, ასე არაა?
 
ის უბედურება, რაც 90-იან წლებს ახლდა და რაც ყველამ გამოვიარეთ, დღესაც არაა «შევსებული» – დღესაც ყველას გვაქვს იმ წლების სინდრომი, რაც ჩვენს გუნება-განწყობასა და ჯანმრთელობაზე აისახება.
 
– ხანდახან მგონია, რომ იმ ძნელმა და მძიმე წლებმა რაღაცნაირად ჭკუა გვასწავლა…
 
– გარკვეულწილად ასეა და ეს მიხარია. ყველას აქვს განცდა, რომ მაგალითად, მან, ვინც მოძმეზე ხელი აღმართა, როგორი დიდი ცოდვა დაიდო. ეს განცდა უკვე ბევრს ნიშნავს. მინახავს გაუბედურებული «მხედრიონელიც» და გვარდიელიც, ზვიადის მომხრეც და ყველა ერთნაირადაა დაზარალებული. ჩვენ, ყველას ერთად დაგვაკარგინეს აფხაზეთი და სამაჩაბლო (დროებით).
 
ეგაა ოღონდ: უფრო ამაყი ხარ, როცა იცი, რომ საქართველოს დამოუკიდე-ბლობის მომხრე იყავი და კანონიერად არჩეული ხელისუფალისთვის ტყვია არ გისვრია. დროა, ერი ჩაუღრმავდეს წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს და სწორი დასკვნის გამოტანა ყველამ ერთად და ასევე, ცალ-ცალკე შევძლოთ. ამიტომაც გადავწყვიტე წიგნის გამოცემა. მინდა, სიმართლე ყოველგვარი სიძუ-ლვილისა და ნიშნის მოგების გარეშე ვიცოდეთ და სწორ გზაზე სიარული ამა-ყად შევძლოთ.
 
– ისე, ლეილა, ზვიად გამსახურდია როდის გაიცანი?
 
– სიონში, მე და ჩემი მეგობარი 1983 თუ 1984 წლის სააღდგომო ლიტანიობას ვესწრებოდით. მაშინ პირველად ვნახე ზვიად გამსახურდია, რომელიც ჩვენს გვერდით იდგა მთელი ღამის განმავლობაში. მერე, როცა რადიოკომიტეტში ვმუ-შაობდი, ბატონმა რამინ ჭელიძემ ახალი გადაცემა დააფუძნა – «მაცნე», რო-მელსაც მორიგეობით ვაკეთებდით რამდენიმე ჟურნალისტი და სამი საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიყავით მეწყვილე კოლეგასთან ერთად. ჩემი მორიგეობის დრო მოდიოდა და სიუჟეტების მომზადება დავიწყე რამდენიმე დღით ადრე. ახლა 1989 წლის მიწურულის ამბავს გიყვები. მოვიწვიე უნივერსიტეტის პრესკლუბის წევრები: ფიქრია ჩიხრაძე, დათო ტურაშვილი, ნიკოლოზ ნი-კოლოზიშვილი და რამდენიმე აქტიური სტუდენტი მაშინდელი პუშკინის სახელო-ბის პედაგოგიური ინსტიტუტიდან. ვსაუბრობდით იმ დროისთვის აქტუალურ თემებზე და უეცრად, არ ვიცი, საიდან მომაგონდა, მივუტრიალდი გია ჯოხაძეს (თუ ზუსტად მახსოვს) და ვეუბნები, გია, პუშკინი უდიდესი რუსი მწერალია, ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება, მაგრამ პედაგოგიურ უმაღლეს სკოლას დიდაქტიკოსის, სულხან-საბას სახელი რომ ეწოდოს, ამაზე რა აზრის ხარ-მეთქი? გაიმართა საუბარი, მოწვეულმა სტუმრებმა ძალიან კარგად მიიღეს ეს შეკითხვა. მოვრჩი ჩაწერას. სტუმრები გავაცილე. სიუჟეტი დავამონტაჟე და შემოვდეთ თა-როზე, მეორე დღეს «მაცნეში» სამსაათიანი ეთერი მაქვს და უნდა გავუშვა სიუჟეტი. წავედი სახლში. მივდივარ მეორე დილით და ტელევიზიაში ამბავი მხვდება, მტრისას.
 
– რა მოხდა?
 
– კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარისთვის, ბატონი არმაზ სანებლიძისთვის დაურეკავთ და უთქვამთ, ვინაა ეგ ვიღაც კვირიკაშვილი, რას ბედავსო. არმაზ სანებლიძემ, თურმე, ეს სიუჟეტი ამოატანინა და მოუსმინა… არმაზ სანებლიძეს დაუყენეს საკითხი, ეგ თავხედი კვირიკაშვილი გაათავისუფლეო.
 
– იცი, შენი გაგდება ვინ დაავალა?
 
 
– ვიცი, ვანო, მაგრამ ახლა აქ არ დავასახელებ…
 
– შენი ნებაა… მერე, რა მოხდა?
 
– არმაზ სანებლიძე ჩემი თანაჯგუფელის და მეგობრის, ნანა სანებლიძის მამაა და საშინელ დღეში ჩავარდა. დამიბარა და მთხოვა, კრებას მოგიწყობთ და ბოდ-იში მოიხადე, შენი სამსახურიდან გაშვება არ მინდა, ნანა არ მაპატიებსო. არ ვიცი, საიდან და ვისგან, ამის შესახებ ბატონ ზვიად გამსახურდიას შეუტყვია, რომელიც მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო. მერაბ კოსტავა სულ რამ-დენიმე თვის გარდაცვლილი იყო. თავად მოვიდა ტელევიზიაში, ხელმძღვანელო-ბასაც შეხვდა, მეც გამიცნო და გაუხარდა, როცა გაიგო, რომ უნივერსიტეტში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტი ვიყავი. მოკლედ, მაშინ ოპოზიციაში მყოფი გამსახურდია პუშკინმა და სულხან-საბამ გამაცნეს. ასე გადამარჩინა სამსახურიდან გაგდებას. მას მერე, ყოველთვის რაღაცნაირ მა-მაშვილურ თუ მეგობრულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი მისი მხრიდან. შეიძლე-ბა, ამიტომაც ვიყავი და ვარ კიდეც მის მიმართ სუბიექტური, არ ვიცი… ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მისი ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენ-დუმის შედეგებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენაზე დგას დღესაც საქართველო, როგორც სახელმწიფო. ერთ კაცს ამაზე მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა.
 
ვანო, მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე, თან ცოტა აბნეულ-დაბნეულადაც. ძალიან ძნელი ყოფილა რესპონდენტობა – ამაში დავრწმუნდი. დიდი მადლობა, კოლეგა, მომავალ შეხვედრამდე!
 
– პირიქით, მადლობა შენ, ლეილა, ჯანმრთელობასა და წარმატებას გი-სურვებ. იმედია, წიგნს მაჩუქებ!
 
ესაუბრა ვანო პავლიაშვილი 
 
 
 
 
 
qartulisityva.ge