EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თამრიკო ჭოხონელიძის სკანდალური განცხადება... »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-26 16:15:12
ქართული ოცნების ერთ- ერთი აქტიური მხარდამჭერი, მომღერალი თამარ ჭოხონელიძე მოულოდნელად სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით ხალხის საკეთილდღეოდ ჯერ- ჯერობით არაფერი შეცვლილა და მას აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ბოლო დროს ეკითხებიან - „ქალბატონო თამარ რა ხდება საით მივდივართ?“ როგორც ჭოხონელიძე აცხადებს ის გულის სიღრმეში ძალიან შეშინებული და დაბნეულია. მომღერლის განცხადებით მართალია ბევრი ღირსეული და ნიჭიერი ადამიანი მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და მოსწრებაზე არიან რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭონ თანამდებობაზე ყოფნისას. ჭოხონელიძე ამბობს, რომ მას ძალიან აშფოთებს შიდა დაპირისპირება-„ხელისუფლებაში ჯერ არ მოსულან და ერთმანეთს ჭამენ... ტელევიზორის ყურება აღარ მინდა, მერიდება იმ ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, ვინც ჩვენთან ერთად მრავალათასიან მიტინგებზე საათობით იდგა იმის იმედით, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში შეიცვლებოდა... გულწრფელად გითხრათ ბოლო დროს ხშირად მომსვლია თავში აზრად- ნეტა ამ ქვეყნიდან წამიყვანა და უკან აღარ მომახედა მეთქი, დიახ, აღარ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ფეხმძიმე ქალებს თელავენ, სადაც პროფესიონალიზმსა და ღირსებაზე მეტად მლიქვნელობა ფასობს...“- განუცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ „ასავალ დასავალს“
წყარო „ასავალ დასავალი“