EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქართული თხილი საექსპორტო ჩამონათვალში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-28 11:39:04
ქართული თხილი საექსპორტო ჩამონათვალში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს, თხილის საკმაოდ ცუდი მოსავალი მოვიდა, რაც სოკოვანმა დაავადებამ „ნაცარმა“ და მავნებელმა მწერმა „მარმარა ბაღლინჯომ“ გამოიწვია, თხილის ექსპორტის მოცულობა საერთაშორისო ბაზარზე არ შემცირებულა. თხილის ექსპორტიორთა და გადამამუშავებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია გაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ფერმერებს უპრეცედენტო დახმარებას ჰპირდება - სახელმწიფო თხილის ბაღებს სპეციალური ქიმიკატით დაამუშავებს, რათა „მარმარა ბაღლინჯოს“ რაოდენობა შემცირდეს. ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ უმთავრესი საკითხი, რომელიც ქართული თხილის ხარისხს განსაზღვრავს არის, მისი შრობის და დაბინავების პრობლემა. ჭარბ-ტენიანი კლიმატის მქონე დასავლეთ საქართველოში თხილს შრობის პრობლემა აქვს. ხელისუფლება გეგმავს საშრობების განთავსებას დასავლეთ საქართველოში, რამაც ნაწილობრივ პრობლემა უნდა მოაგვაროს.
ალექსანდრე მოწერელია: „თხილის ტექნიკური რეგლამენტის მიღებამ შესაძლებელი გახადა, რომ სახელმწიფო აწარმოებს ზედამხედველობას საქართველოდან ექსპორტირებულ, გადამუშავებულ და დაქუცმაცებულ თხილზე. საქონელი საზღვარს იმ შემთხვევაში გადაკვეთს, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო აიღებს სპეციალურ ნიმუშებს და ლაბორატორიაში შეამოწმებს. მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომ მასში მიწის თხილი არ არის შერეული, პროდუქცია ექსპორტზე გადის. ამან საკმაოდ დიდი რისკ-ფაქტორი მოხსნა, სანდოობის ხარისხი აამაღლა და ის ნეგატიური დამოკიდებულება, რაც ადრე, ევროპაში ექსპორტირებულ, ჩვეულებრივ თხილში მიწის თხილის შერევის გამო დადგა, თხილის ტექნიკური რეგლამენტის მიღების შემდეგ, შეიცვალა.“
ავტ. მაია მიშელაძე - გაზეთი ვერსია