EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« უამინდობა გურიაში და ტურისტები ბახმაროში - რა ვითარებაა ამჟამად »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-29 16:56:28

უამინდობა გურიაში და ტურისტები ბახმაროში - რა ვითარებაა ამჟამად

ტურისტები ბახმაროში

რა ხდება ბახმაროში , სადაც ტურისტები ზამთარში პირველად იმყოფებიან

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, სადაც ახლა 60 უცხოელი ტურისტი იმყოფება თოვლის საფარი 3 მეტრს აღემატება. კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით საჯაიას ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ტურისტებს პრობლემები არ შექმნიათ:

თოვლის საფარი 3 მეტრს აღემატება და ახლაც ინტენსიურად თოვს. მიუხედავად ამისა, უწყვეტად მოგვეწოდება ელექტროენერგია. არის ინტერნეტი.

ტურისტები მომარაგებული არიან საწვავითა და საკვებით. შესაბამისად, პრობლემები არ შეექმნებათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით საჯაიამ, რომელიც ბახმაროში იმყოფება.

 

გურიის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

რა ვითარებაა ამჟამად

გურიაში დიდთოვლობაა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. სოფელ ზოტის მაცხოვრებლების თქმით, ამ დროისთვის სოფელში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია:

_ სოფელში ტექნიკაც არის, საწვავიც და გზის გაწმენდა უკვე დაწყებულია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.

ამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულია სოფელ ქვაბღაშიც, სადაც შპს "გზამშენი 18" მუშაობს და როგორ მისი ხელმძღვანელი თემურ ჯახვა ამბობს რამდენიმე საათში პრობლემა მოგვარებული იქნება.

დილიდან ინტენსიურად იწმინდება დაბა ჩოხატაურის ქუჩები და ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ დროისთვის ელექტროენერგია სრულად მიეწოდება ჩოხატაურს.

გზები იწმინდება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც:

_ საკმაოდ დიდი თოვლია, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში. ყველა მიმართულებით მუშაობს ტექნიკა, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

სინოპტიკოსების ცნობით, გურიაში თოვა კიდევ 4 დღეს გაგრძელდება.

 

დიდთოვლობის გამო, გურიაში საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

 

უამინდობა გურიაში

ოზურგეთში მოსულმა უხვმა ნალექმა, გზებზე გადაადგილების მხრივ პრობლემები შექმნა. 

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნასაკირალისა და ბურნათის პერევალებზე, სადაც სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. 

ნასაკირალში გზის გაწმენდით სამუშაოებში მაშველებიც ჩაერთო, მძიმე ტექნიკით თოვლში ჩარჩენილი მიკროავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილები გამოჰყავთ. 

ცოტა ხნის წინ დაიწყო გზის გაწმენდა ოზურგეთი-ლანჩხუთი-ლესის მიმართულებით, სამუშაოები მიმდინარეობს ნაბეღლავის მიმართულებითაც. 

როგორც გზის გაწმენდითი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი, თემურ ჯახვა აცხადებს, მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზები დილიდან იწმინდება და გადაადგილების პრობლემა რამდენიმე წუთში აღარ იქნება. 

რაც შეეხება ლანჩხუთს, როგორც გამგებელი, ზაზა ურუშაძე გვეუბნება, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობას პრობლემები არ შეუქმნია, შეზღუდვებია მხოლოდ აცანა-მამათისა და ნინოშვილი-ლესის საავტომობილო გზაზე, რისი გაწმენდითი სამუშაოებიც ინტენსიურად მიმდინარეობს. 

 

gurianews.com