EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ეს წიგნი წაკითხულია, დახურულია და ყველაზე მაღლა თაროზე დევს (ვიდეო) »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-29 23:54:28
ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი
მიმდინარე სამხედრო “რეფორმებზე” საუბარი დავასრულე. 12 წელი ერთი და იგივეს საუბარი მომაბეზრებელია. ეს წიგნი წაკითხულია, დახურულია და ყველაზე მაღლა თაროზე დევს.
ასე გადავწყვიტე, რომ სამხედრო თემაზე ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი დავწერე. საკმარისია.
ყველა ადამიანს აქვს თავისი ზღვარი..
საინფორმაციო გამოშვებების ინტერვიუებში, თუ შემეხმიანებიან, ჩავერთვები.
არმიის მიმდინარე რეფორმებზე პუბლიკაციებს აღარ დავწერ.
შესაძლოა სამხედრო თემებზე დავწერო, ოღონდ ზოგადად, თეორიულად და არა დღევანდელობასთან მიმართებაში.
დიდი დრო დავუთმე ვეტერანების საკითხს.
ნუ, ვთქვი არასწორად, რომ ვეტერანის დღე არ გვაქვს-მეთქი.
რეკავენ ვეტერანთა დეპარტამენტიდან, რას ლაპარაკობთ, გვაქვსო?
კი ბატონო, უნდა მეთქვა, რომ გვაქვს და სათანადოდ არ აღვნიშნავთ.
საჰაერო თავდაცვაზე ხომ ვთქვი, რომ გვაქვს დღე და აღარ აღვნიშნავთ?
მხოლოდ ეს პრობლემა აქვს ვეტერანებს? რაც წამოვწიე არ უნდა წამომეწია?
მთავარი საკითხი, რაც მინდოდა ხაზგასმით აღმენიშნა, ესაა დათხოვილ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალიზაციაზე ფიქრი და ზრუნვა, მათი მომზადება სამოქალაქო ცხოვრებისთვის და დახმარება, ასევე არმიის ვეტერანთა პატივისცემა, მათი მოწვევა აღლუმებზე, ღონისძიებებზე.
სხვათაშორის, თადარიგში მყოფ ოფიცრებსაც უნდა ვაჯილდოვებდეთ. აფხაზეთის ომში ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სათანადოდ?
მოკლედ, ვფიქრობ, რომ საკმარისად ვთქვი სათქმელი თუ როგორ უნდა დაიგეგმოს არმიის განვითარება, რა ხარვეზებია ამ პროცესში. ერთსა და იმავეს საუბრის აზრს ვერ ვხედავ.
ამიტომ დღეიდან დავკავდები არა სამხედრო, არამედ სამხედრო-პოლიტიკური, უსაფრთხოების საკითხებით, რეგიონული პროცესებით და ა.შ.
მედია კავშირი ობიექტივი