EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კავკასიაში გადაჭარბებით აფასებთ შტატების მნიშვნელობას »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-30 02:19:36
ჯორჯ დერლუგიანი: "ტრამპის ამერიკა ახლო აღმოსავლეთში მხარს დაუჭერს ყველას, ვინც მის ომებში იომებს, ხშირად მის მაგივრადაც, და ამით რეგიონში გაწეულ ხარჯებს შეუმცირებს"
საქართველოში "კავკასიური სახლის" მოწვევით ჩამოსულ სოციოლოგიის პროფესორს, კავკასიისა და პოსტსაბჭოური სივრცის ცნობილ ამერიკელ მკვლევარსა და ავტორს ჯორჯ დერლუგიანს "კვირის პალიტრა" რეგიონულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა:
- როგორ ფიქრობთ, რამდენად "დაეხმარება" თურქეთში ელჩის მკვლელობა რუსეთს, სირიაში საკუთარი პოლიტიკა უფრო თამამად გაასაღოს ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად?
- რუსეთი
თავგამოდებით ცდილობს ამას, და არა მხოლოდ ახლა და არა მხოლოდ სირიაში, ეს რუსეთის ისტორიის უკანასკნელი 300 წლის განუყოფელი ნაწილია. ეკონომიკური სისუსტეების კომპენსირება ხდება კარგად გათვლილი და ხშირად გაბედული მანევრებით იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთი ან ძალიან სუსტია, ან არ სურს, საკუთარი თამაში ითამაშოს. როდემდე "გაუვა" რუსეთს ეს, დამოკიდებულია იმაზე, კიდევ უფრო შესუსტდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში.
ამერიკა ერაყში დამარცხდა - გეგმა, დემოკრატიად გარდაექმნა მსოფლიოს ყველაზე დაძაბული და ძალმომრეობით სავსე რეგიონი, ჩაიშალა. სწორედ ამან მისცა რუსეთს საშუალება, თვითონაც ჩართულიყო თამაშში.
- ტრამპის გაპრეზიდენტება მოასწავებს იმას, რომ ამერიკის ჰეგემონია რეგიონში კიდევ უფრო შესუსტდება?
- ტრამპი საქმოსანია, მომლაპარაკებელი. შესაბამისად, ძნელია მისი შემდგომი ნაბიჯების გამოცნობა, რაზეც მან მთელი თავისი ტაქტიკა ააგო - სურს, ყველა თავს იმტვრევდეს იმის გამოსაცნობად, რის გაკეთებას აპირებს.
მარტივი მაგალითი: ტრამპი, როგორც თვითონ აცხადებს, მეგობრობს ვლადიმირ პუტინთან და ვიცით, რომ მეგობრობდა მიხეილ სააკაშვილთანაც. რა უნდა თქვა პოლიტიკოსზე, რომელიც ორივეს მეგობარია? თუმცა თამამად შეიძლება წინასწარმეტყველება, რომ ტრამპის პოლიტიკა იქნება მხოლოდ მოგებაზე გათვლილი, იქნება ეს ფული, სამხედრო პერსონალი თუ ტექნიკა. ტრამპის ამერიკა ახლო აღმოსავლეთში მხარს დაუჭერს ყველას, ვინც მის ომებში იომებს, ხშირად მის მაგივრადაც, და ამით რეგიონში გაწეულ ხარჯებს შეუმცირებს, მხარს დაუჭერს "თალიბანსაც" კი, თუ ის ავღანეთში წესრიგის დამყარებას მოახერხებს. რატომაც არა?! ნებისმიერი, ვინც ავღანეთის დავიწყებაში დაგვეხმარება, ჩვენი მოკავშირე გახდება. მაგალითად, ისრაელს მწვანე შუქი ექნება. ეს ყველაფერი ვრცელდება რუსეთზეც და ბევრ სხვა ქვეყანაზეც, რომლებიც შეიძლება მოკლევადიანი მოკავშირეების როლში ვიხილოთ.
- რას მოასწავებს ეს ყველაფერი კავკასიის რეგიონისთვის?
- ვფიქრობ, აქ, კავკასიაში, გადაჭარბებით აფასებთ შტატების მნიშვნელობას. რეალობა ასეთია: ვამბობთ ხოლმე, რომ კავკასია ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, ყველას "უკანა ეზოში" ხართ - თურქეთის, ირანისა და, რა თქმა უნდა, ევროპის. ასე რომ, თქვენს თავს ჰკითხეთ, როგორი შეიძლება იყოს პრაგმატული აშშ და ევროპული პოლიტიკა ასეთ რეგიონში? სურთ კი მათ აფხაზეთისა და ყარაბაღის საკითხში ჩარევა? სურთ კი ევროკავშირში მორიგი ღატაკი ქვეყნის ხილვა? ბულგარეთმა და რუმინეთმა "შეასწრეს", როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ პირად საუბრებში, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, არ განმეორდება. ასე რომ, უნდა მოემზადოთ პრაგმატული სამყაროსთვის, რომელიც მუშაობს მოგებაზე, მოკლევადიან ალიანსებსა და იმ რეალობისთვის, რომელიც ტრამპის არჩევისა და ბრექსიტის შემდეგ დადგება.
ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
ამერიკა ერაყში დამარცხდა - გეგმა, დემოკრატიად გარდაექმნა მსოფლიოს ყველაზე დაძაბული და ძალმომრეობით სავსე რეგიონი, ჩაიშალა. სწორედ ამან მისცა რუსეთს საშუალება, თვითონაც ჩართულიყო თამაშში.
- ტრამპის გაპრეზიდენტება მოასწავებს იმას, რომ ამერიკის ჰეგემონია რეგიონში კიდევ უფრო შესუსტდება?
- ტრამპი საქმოსანია, მომლაპარაკებელი. შესაბამისად, ძნელია მისი შემდგომი ნაბიჯების გამოცნობა, რაზეც მან მთელი თავისი ტაქტიკა ააგო - სურს, ყველა თავს იმტვრევდეს იმის გამოსაცნობად, რის გაკეთებას აპირებს.
- რას მოასწავებს ეს ყველაფერი კავკასიის რეგიონისთვის?
- ვფიქრობ, აქ, კავკასიაში, გადაჭარბებით აფასებთ შტატების მნიშვნელობას. რეალობა ასეთია: ვამბობთ ხოლმე, რომ კავკასია ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, ყველას "უკანა ეზოში" ხართ - თურქეთის, ირანისა და, რა თქმა უნდა, ევროპის. ასე რომ, თქვენს თავს ჰკითხეთ, როგორი შეიძლება იყოს პრაგმატული აშშ და ევროპული პოლიტიკა ასეთ რეგიონში? სურთ კი მათ აფხაზეთისა და ყარაბაღის საკითხში ჩარევა? სურთ კი ევროკავშირში მორიგი ღატაკი ქვეყნის ხილვა? ბულგარეთმა და რუმინეთმა "შეასწრეს", როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ პირად საუბრებში, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, არ განმეორდება. ასე რომ, უნდა მოემზადოთ პრაგმატული სამყაროსთვის, რომელიც მუშაობს მოგებაზე, მოკლევადიან ალიანსებსა და იმ რეალობისთვის, რომელიც ტრამპის არჩევისა და ბრექსიტის შემდეგ დადგება.
ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
kvirispalitra.ge