EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გაზპრომთან ხელშეკრულების ახალი დეტალი ხდება ცნობილი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-31 16:21:33
გაზპრომ-ექსპორტთან გაფორმებული ხელშეკრულების კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი. ახალი ხელშეკრულებით რუსეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ტრანზიტის საფასური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ გაატარებს დაკონტრაქტებულ მოცულობას მილსადენში“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა businesstime-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რატომ დათანხმდა საქართველო რუსეთს სომხეთში გაზის ტრანზიტის მონეტიზაციაზე. როგორც ვალიშვილი ამბობს, არსებობა იმის საფრთხე, რომ საქართველოს დაეკარგა სატრანზიტო გაზის მოცულობა, როგორც ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში. კერძოდ სომხეთის მოსამარაგებლად გაჩნდებოდა ალტერნატიული, ირანული გაზი და შესაბამისად, ქვეყანა სარგებელს დაკარგავდა. “თუ ამოცანად გაიხდის რუსეთი, რომ სომხეთის გაზმომარაგება ირანიდან განახორციელოს, ამის გაკეთება მარტივად შეუძლია,”-განაცახადა ვალიშვილმა .
კიდევ ერთი დეტალი, რაც ვალიშვილმა დააზუსტა არის ის, რომ რუსეთმა დადო პირობა, რომ 2017 წელს ტრანზიტი არ იქნება 2 მილიარდზე ნაკლები, ხოლო 2018 წელს – 2,2 მილიარდზე ნაკლები.
infonews.ge