EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აღსრულების ბიუროს ნიკა მელია არ ხარ შენ ხალხს რომ ყრიდი ავეჯიანად თავის სახლებიდან? »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-02 01:53:51
ბავშვთა სამყაროს დაწვის ამბავი უკვე გამოგიძიებია და რო მოიცლი თაბუკაშვილზე სახლის ფანჯრიდან რო გადაუყარეთ ხალხს ავეჯი – ისიც გამოიძიე (ხო, შენ დროს გამოსახლებული ლტოლვილებისაც)’ – წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი თიკო თვალაძე.
იქამდე
ნიკა მელია - აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა, რომ ”ბავშვთა სამყაროში” განგებ გააჩინეს ხანძარი
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია დღეს ”ბავშვთა სამყაროსთან”, ხანძრით დაზარალებულებს შეხვდა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ამ ადამიანებს არ სჯერათ ხანძრის შემთხვევითობის. ”სამწუხაროა ის, რაც მოხდა, მაგრამ კიდე უფრო სამწუხაროა, რომ არავის სჯერა ხანძრის ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩენა. აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა, რომ განგებ გააჩინეს აქ ხანძარი. არანორმალურია, რომ ამ დონის უნდობლობაა ხელისუფლებისადმი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლება ნარმანიას სახით მოდის და ამბობს, რომ ეს პრობლემა ამ ხალხის პრობლემაა და ბაზრის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი.
არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტია, ბევრი სავაჭრო ადგილი, ბაზრები დამწვარა და იმ ადგილას შემდგომ გვინახავს სავაჭრო ცენტრი ან კორპუსი. ამიტომ, ძალიან მკაფიო პასუხი სჭირდება ამ ხალხს, რა სახის დახმარებას გაუწევს ხელისუფლება და რეალურად რა მოხდა’’, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას კომენტარს ”ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.