EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქუთაისში სასულიერო პირს, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, ბრალი წარედგინა »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-02 21:34:54

ქუთაისში სასულიერო პირს, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, ბრალი წარედგინა
გიორგი ჯახუა  

ქუთაისში მცხოვრებ, სასულიერო პირს, გიორგი ჯახუას, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა ორი ძირი კანაფი ამოიღეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 265 მუხლის მე 3 ნაწილით აღიძრა, რაც 6 დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯახუასთვის ბრალის წაყენება დღეს მოხდა.

მისი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული.

გიორგი ჯახუას სახლიდან სამართალდამცავებმა ორი ძირი მარიხუანა მიმდინარე წლის 19 იანვარს ამოიღეს.

სასულიერო პირი აცხადებდა, რომ მისი სახლში ჩხრეკის მიზნით შესული პოლიციელები მას შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ. ასევე, ირწმუნება, რომ სამართალდამცავების მიერ აღმოჩენილ კანაფს ის სამკურნალო დანიშნულებით იყენებდა.

ჯახუას ინტერესებს იურისტი ვალერი თევდორაძე დაიცავს, რომელიც პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ქუთაისის ორანიზაციის  იურისტია.  

 

kutaisipost.ge