EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სხვადასხვა ჩინური საბრძოლო სტილების მიმოხილვა »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: UshiKai
თარიღი: 2017-02-03 21:00:58
სხვადასხვა ჩინური საბრძოლო სტილების მიმოხილვა
ხაო ბაი
ესაა ყანჩის სტილი. მისთვის დამახასიათებელია უჩვეულო დარტყმები თითებით, დგომა ცალ ფეხზე, ფრთების ტლაშუნისმაგვარი მოძრაობა, შეტევა ფეხებით მოწინააღმდეგის მუხლებზე და ფეხებზე.
მინცუნბაი
ესაა ქვეყნის ჩრდილოეთში შობილი ლაბირინთის ხელოვნება. მისი ილეთები მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას პოზიციების მოულოდნელი მონაცვლეობის მეშვეობით.
შა-კუნ-ვაი
შემტევი გრძელ დისტანიციაზე ბრძოლის სტილი, მრავალრიცხოვანი ხტომებით. ის ძირითადად მუსლიმან ჩინელებშია გაბატონებული.
ვახ კუნ ვაი
ჩრდილოეთის ეს სტილი ზემოთ განხილულს ჩამოჰგავს. იგი კუნგ-ფუს ყველაზე ეფექტური სტილია - ნახტომებით, სახეში ფეხის დარტყმებით (რაც სხვა სტილს ნაკლებად ახასიათებს), პირუეტებით, სალტესმაგვარი შებოჭვით და ა.შ.
შანტუნი
კუნგ-ფუსა და ტაეკვანდოს ნარევია.
ამერიკელი ჩინელი მსახიობის ბრიუს-ლის მიერ შექმნილი სტილი, თუმცა ეს არ არის ნამდვილი კუნგ-ფუ ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით: ბრიუს ლი-ს ძირითადი იდეაა არავითარ სტილთან არ ჰქონდეს კავშირი
დესკანბაი კუნგ-ფუ
აიკიდოსა და კუნგ-ფუს ნარევი. ჩამოთვლილი სტილის სახეებთან შედარებით ის ბევრად უფრო სისტემატიზებულია.
გარდა ჩამოთვლილი სტილის სახეებისა არსებობს დაახლოებით 150 სერიოზული სტილი, რომელთა ვარიაციები ურიცხვია. შეიძლება გავიხსენოთ ასევე კუნგ-ფუს ჭეშმარიტ სტილთა მოდიფიკაციები.
მოამზადა: უშანგი სიხარულიძემ