EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უცნაური ადამიანები დედამიწაზე »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-04 14:41:44
ტაი ნგოკი (Thai Ngoc) ადამიანი რომელიც ამტკიცებს, რომ არ უძინია უკვე 40 წელიწადია, ამის მიზეზი კი ბანალური გრიპი გახდა, რომელმაც გართულების სახით დაუტოვა ძილზე მოთხოვნის შეგრძნების დაქვეითება.
102 წლის ჯაინ რუფანგი გახდა ჩინეთში სოფელ რინ ლოუს ღირშესანიშნაობა. მიზეზი იმაშია, რომ მას მარცხენა თვალის ზემოთ, შუბლზე ამოუვიდა რქა, ხოლო რამოდენიმე ხნის წინ რქამ ამოსვლა დაიწყო მარჯვენა მხარეზეც, ექიმების გამოკლევის შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ რაღაც არაამქვეყნიური არ აღმოუჩენიათ, რადგან რქის ამოსვლა ეს ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადებაა სამედიცინო სფეროში.
საინტერესოა შეგიძლიათ დაიმახსოვროთ თუ არა რას აკეთებდით წინა პარასკევს? ბობ პიტრელას ეს შეუძლია, ის ასევე გეტყვით თუ რას აკეთებდა უახლოესი 54 წლის განმავლობაში, დაგისახელებთ ნებისმერ ფეხბურთის თამაშის ანგარიშს, ჩატარებული უახლოესი ათი წლის მანძილზე, გეტყვით აბსოლუტურად ყველა ნიუსს ყველანაირ დეტალებში, რომელიც გაშუქებული იყო უახლოეს წლებში. შეუძლია ნებისმერი განცადებაში მითითებული ნომრისა და სანომრე წიგნაკში არსებული ნომრების დამახსოვრება.
ჩინელი მაც ან გაინს არ ეშინია დენის ის ჩვეულებრივ ადამიანზე 8 ჯერ ნაკლებად აღიქვამს დენის ძალას, რის გამოც მას შეუძლია შიშველი ხელებით შეეხოს გაშიშვლებულ მავთულს. უფრო მეტიც ის ამბობს, რომ არაფერი არ ტკივა და მასში გასული დენი პირიქით მუხტავს მას.
ეშლი მორისი, ადამიანი უჩვეულო გადახრით. საქმე იმაშია,რომ მას აქვს ალერგია წყალზე. ის იტანჯება ოფლიანობის დროსაც, ბანაობაზე ლაპარაკი აღარ არის.
Pebbelz Da Model მას გინესის რეკორდში შესასვლელად რამოდენიმე წელი და ძალიან ბევრი ოპერაციის ჩატარება მოუწია დუნდულებზე. მისი დუნულების გარშემოწერილობაა 112 სანტიმეტრი. გინესის წიგნში შესულია როგორც ყველაზე დიდი სილიკონის მქონდე დუნდულებიანი ადამიანი.
ლილა მიდილა ყველაზე ახალგაზრდა დედაა, მან შვილი 5 წლის ასაკში გააჩინა. იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ჩამოყალიბებული მენჯის ძვლები, ბავშვის გაჩენა მოხდა საკეისრო კვეთით. სამწუხაროდ დღემდე უცნობია ვინაა ამ ბავშვის მამა და როგორ პირობებში მოახდა ამ პატარა საყვარელი არსების ჩასახვა.
35 წლის გერმანელი ტომ სიტასი მსოფლიო რეკორდსმენია. მან წყლის ქვეშ უჟანგბადოდ გაძლო 22 წუთი და 22 წამი.
80 წლის ამუ ხაჯი არის ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი მსოფილიოში. მას უკანასკნელი 60 წლის განმალობაში არც ერთხელ არ უბანავია, რის გამოც იგი შესულია გინესის რეკორდში, ახლა მას ბანაობის ეშინია რადგან ჰგონია, რომ ის დაავადება რომელიმე საშინელი ვირუსით.
ჩინელი ჩინგ ხია ფენი ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მქონე ადამიანა, მისი ზომა 33 ხოლო თითო მკერდის წონა 8-10 კილოგრამია.