EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« „კანონიერი ქურდები“ და ნაციონალების არაოფიციალური ქორწინება! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: jaba

თარიღი: 2017-02-05 12:58:19

კანონიერი ქურდები და ნაციონალების არაოფიციალური ქორწინება!

კანონიერი ქურდები და ნაციონალების არაოფიციალური ქორწინება!

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში შემოსვლა, მათ შორის საიდან და როგორ მოხდა ამის ხელშეწყობა. პრემიერის თქმით, ყოველივე ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ყველა ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის, იგივე „სვანას“ დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ გაავრცელა.

გივი თარგამაძის განცხადებით, გერლიანი ყალბი პასპორტიით, რამდენიმე დღის წინ ოდესაში დააკავეს და ქართულ მხარეს გადასცეს. მისი განცხადებით, საქართველოში დაირღვა დეპორტირებული პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესები, რადგან აეროპორტში ის არ დაუკავებიათ და არ გამოუკითხავთ. შესაბამისად, თარგამაძე ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში ადანაშაულებს.

თავად გერლიანი, რომელიც უკვე დაკავებულია, უკრაინიდან მის საქართველოში გამოგზავნას „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენარს უწოდებს. გერლიანი 2006 წელს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავეს, 2013 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან, რის შემდეგაც საქართველო დატოვა და საცხოვრებლად უკრაინაში გაემგზავრა, მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა.

როგორც გერლიანმა ადვოკატთთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც პოლიცია შევარდა და ყველანი დააკავა. ამ დაკავების ოპერაციას ქართველი ჩინოვნიკი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით გერლიანის გარდა ყველანი გაათავისუფლეს, ის დააკავეს და უთხრეს, რომ ყალბი პასპორტი ჰქონდა. ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადამღები ჯგუფი დახვდა. როგორც ირკვევა, გერლიანი დეპორტირებული არ არის, რადგან დეპორტაციისთვის უკრაინულ მხარეს საჭირო პროცედურები არ ჩაუტარებია.

დაკავებულის ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მისი დაკავებისა და საქართველოში გამომგზავრების სცენარი მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“'-ის დახმარებით დადგა, იმ მოტივით, რომ თითქოს საქართველოში „კანონიერი ქურდები“' ბრუნდებიან.

„გერლიანმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი მსგავსი სცენარის გამეორებას სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც გეგმავენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს, რომ „კანონიერი ქურდია“, თუმცა, ამ მუხლით ბრალს მაინც წაუყენებენ“, - აცხადებს თამარ აბესაძე.

დავით გერლიანთან გარშემო განივითარებულ პროცესებს „ოდესელების პროვოკაციად“ აფასებს შს მინისტრი. გიორგიმღებრიშვილის განცხადებით, თავიდანვე ჩანდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. მინისტრის განცხადებით, დეპორტი იყო თუ გამოძევება, ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინული მხარე ვალდებული იყო ეს ფაქტი ეცნობებინა ქართული მხარისთვის.

„ეს რომ პროვოკაცია იყო, ყველასთვის დღესავით არის ნათელი, მაგრამ რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს, გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად. თუმცა, ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ვერავინ შემაცვლევინებს ამაზე აზრს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გამოძევება თუ დეპორტირება, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. გერლიანის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წარმოებდა, შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა აღრიცხვაზე დაყენებული გამშვებ პუნქტზე. ამასთან, ის შემოვიდა სხვა გვარით“, - განაცხადა შს მინისტრმა.

მღებრიშვილი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გერლიანის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ერთ ტელეკომპანიას, ხოლო უკრაინულ მხარეს ოფიციალური უწყებებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

„ძალიან მიკვირს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ოდესიდან თბილისში მოემგზავრებოდა მხოლოდ ერთ ტელევიზიას ჰქონდა, ხოლო ოფიციალურ უწყებებს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილის უწყება იმ „კანონიერი ქურდების“ სიას გაასაჯაროვებს, რომლებმაც 2006-2012 წლებში საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთეს და გადაკვეთეს. მათ მიმართ არანაირი ზომები არ გამოუყენებიათ, არავინ დაუკავებიათ და პირიქით, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ მართლაც გულწრფელები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებოდნენ თავის დროზე იმით, რომ წლების განმავლობაში ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტიორიაზე.

„იყო რაღაც დაჯგუფება, რომელიც მისაღები იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ხოლო რომელიც არ იყო მათთვის მისაღები, იჭერდნენ. კეთილი ინებონ და გასცენ ამ კითხვას პასუხი, რატომ ხდებოდა ასე, რატომ იყო შერჩევითი სამართალი კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ მათი მმართველობის დროს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიდში კრიმინალური ავტორიტეტის მიმართ რაიმე სახის შეწყალება, რომლის მსგავსი ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ადგილი არ ჰქონია. სწორედ, ეს ვერ აიტანეს მათ.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ 2006-2012 წლებში თავისუფლად გადაადგილდებოდენ ე.წ. კანოინიერი ქურდები, თუ კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოს ტერიტორაზე, თავისუფლად შემოდიოდნენ ქვეყანაში, მიუხედვადა იმისა, რომ არსებობდა კანონი, არ ხდებოდა მათი დაკავება. 2-3 დღის შემდეგ ატოვებინებდნენ ქვეყანას. შესაბამისად, ამ ბატონებმა უნდა ნახონ რა ხდებოდა მათთი მმართველობის დროს და ამის მერე ნახონ რა მიდგომა აქვს ამ მიმართულებით ახალ ხელისუფლებას“, - აცხადებს FOR.GE-სთან საუბრისას მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ერთი ქვეყნის უწყება, მეორე ქვეყნის უწყებას არ აცნობებს ასეთი ადამიანის გამოძევების შესახებ, არ ხდება მისი დეპორტაცია, რაც შესაბამის დოკუმენტებში უნდა ასახულიყო.

„ამის შესახებ ინფორმაცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს. შემოვიდა ეს ადამიანი საქართველოში და აეროპორტში დახვდა „რუსთავი 2“-ის კამერა. დააფიქსირეს მისი შემოსვლა და ატყდა აჟიოტაჟი. ის, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან შსს-ში მუშაობენ პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები, რომლებამც საზღვრის კვეთის დროს დააკავეს გერლიანი“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და ე.წ. კანონიერი ქურდების ურთიერკავშირებზე ინფორმაცია არახალია. საკმარისია გავიხსენოთ გივითარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს სატელეფონო საუბარი, რომლითაც დასტურდება, რომ თარგამაძე აქტიურად არის ჩართული შავ სამყაროსთან ურთიერთობასა და ქურდულ გარჩევებში.

ვინმე კონსტანტინესთან სატელეფონო საუბარით აშკარად ირკვევა, რომ გივი თარგამაძეს ჰქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა ვინმე ლაშასთან და გიასთან. მათი მეშვეობით იგი დონეცკის ოლქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სიატუაციას აგვარებდა. მაშინ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ „კანონიერი ქურდი“ ვინმე „ხმელო“ უკრაინაში გივი თარგამაძის ბიზნესპარტნიორია.

ყოველივე ეს საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულება იყო, რომ მის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას კანონით გათვალისწინებული ზომები მიეღო და დაეწყო გამოძიება დეპურტატ გივი თარგამაძის წინააღმდეგ, მაგრამ ზურაბ ადეიშვილის უწყებისთვის თარგანაძისა და კანონიერი ქურდების ურთიერთობა საინტერესო არ იყო.

რაც შეეხება ქართველი პარლამენტარის მიერ ერთ-ერთ ჩანაწერში ნახსენებ გიას და ლაშას, ისინი უკრაინაში მყოფი „კანონიერი ქურდები“ - გია ხმელიძე და ლაშა შუშანაშვილი არიან. რაც შეეხება ვინმე კონსტანტინეს, ვისთანაც სატელეფონო საუბარი ჰქონდა თარგამაძეს და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრებოდა, ის კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ძმა, კოტე ყიფიანია. თავად ვატო ყიფიანი სააკაშვილის ხელისუფლებამ ე. წ. უდოს წესით გაათავისუფლა.

სააკაშვილის ხელისუფლების და კანონიერი ქურდების ურთიერთობის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია 2005 წლის 8 დეკემბერს დავით ქურასბედიანის იგივე „წრიპას“ გასეირნება ე.წ. ჭრელ აბანოში. „წრიპა“ აბანოდან ციხეში დააბრუნეს, სასჯელიც დაუმატეს, თუმცა საპატიმრო 2010 წელს დატოვა.

 

for.ge