EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თამარ ჩერგოლეიშვილი და ოთარ ჩრდილელი კარიკატურა მიშას განცხადებას ეხმიანება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: ushi
თარიღი: 2017-02-05 13:52:49
„რატომ საუბრობ სხვის ქედმაღლობაზე მაშინ, როდესაც თავად, მთელ ერს კარიკატურას უწოდებ, ერს რომლის 95%-მაც ერთ დროს შენ აგირჩია"- ამ განცხადებით „ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაცემა „Чернівецький промінь"-ში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხალხის განწყობას მთლიანად აცდენილია.
„ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და მავნებელი მთავრობის პირობებში, ძლივს რაღაც სასიხარულო რომ მოხდება - ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ - რატომ უნდა მოგინდეს party pooper-ობა, გაუგებარია.
გაუგებარია როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად.
გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე.
გაუგებარია, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას თანამოქალაქეებს, რატომ წარმოაჩენთ მათ ქურდ-ბაცაცებად.
გაუგებარია, რატომ ამტკიცებთ, რომ ევროპელების ამ ნაბიჯით ქართველები ბოროტად ისარგებლებენ.
გაუგებარია, რატომ აზოგადებთ მთელ ერზე იმ დანაშაულს, რასაც კონკრეტული ადამიანები სჩადიოდნენ, სჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ.
ასევე გაუგებარია, რატომ საუბრობ სხვის ქედმაღლობაზე მაშინ, როდესაც თავად, მთელ ერს კარიკატურას უწოდებ, ერს რომლის 95%-მაც ერთ დროს შენ აგირჩია.
ასევე გაუგებარია, რატომ უნდა ანთხიო შხამი, იმის ნაცვლად, რომ გადაწვე და დატკბე იმით, რომ შენმა შრომამ შედეგი მოიტანა - მერე რა, რომ ოპონენტი გიხტება წილში (თუნდაც დაუმსახურებლად), რა გამოდის? ასე ხომ იწვები, რომ ყველაფერს არა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი თავისთვის პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებდი?
ზნეობას რომ თავი დავანებოთ და თუნდაც ცინიკურად მივუდგეთ, თვითკონტროლი როგორ უნდა მოგეშალოს ისე, რომ იმასაც ვერ მიხვდე - მთლიანად აცდენილი რომ ხარ ხალხის განწყობას? საიდან ამდენი უკონტროლო გესლი?"- წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.
ვინ არის სააკაშვილი საერთოდ, რომ ჩვენს ქვეყანას მასხრად იგდებს, - უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ეხმიანება.
როგორც სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან განაცხადა, საქართველო, სანამ ის მოვიდოდა ქვეყნის სათავეში ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არც არაფერი
„ამ ანომალიური სუბიექტის, დაბრუნება გინდათ?!?!
მე კარგი, ვთქვათ: ამ ლეშის ოპონენტი ვარ, მაგრამ ვინც მისი მომხრე ხართ, ნუთუ თავს შეურაცყოფილად არ გრძნობთ?
ვინ არის საერთოდ, რომ ჩვენს ქვეყანას მასხრად იგდებს?! მთელი მსოფლიოს მიერ, მართლა კარიკატურად შერაცხული, ვიღაც შუბლის ძარღვ-გაწყვეტილი არარაობა...“ - წერს ჩრდილელი.