EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« იცოდით რომ… »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: DEMI

თარიღი: 2017-02-06 18:49:39

იცოდით რომ

hair

უკვე პირველ საუკუნეში რომაელები ებრძოდნენ  თმის ცვენას.
 

იულიუს კეისარი ატარებდა დაფნის გვირგვინს, რომ დაემალა თავის სიმელოტე.
 

კეისარმა შემოიღო წესად თმის შეჭრა მტრებზე მათი მორჩილების ნიშნად.

hair
 

ძველ რომში მეძავ ქალებს ევალებოდათ თმების ქერად შეღებვა ან ნათელი ფერის პარიკის ტარება.
 

მე-17 საუკუნეში საფრანგეთის მეფე ლუი მე-13 სიმელოტეს იფარავდა ფაფუკი პარიკით, რომელიც დამკვიდრდა  კიდევაც მოდად.

 

მე-20 საუკუნეში პოპულარული გახდა ქალის მოკლე ვარცხნილობა.
 

არკანზასის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ექსპიმენტული მტკიცება, რომ გრძელი თმები ქალის ინტელქტუალურობის მაჩვენებელია.

 

თმის უჯრედი იყოფა ყოველ 12 საათში.
 

ზაფხულში თმა იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ზამთარში.
 

ყველაზე  მეტ სისქეს თმა აღწევს 20 წლის ასაკისთვის, შემდეგ თხელდება  და 70 წლისთვის უბრუნდება თოთო ბავშვის თმის სისქეს.
 

 

beautiful-lady

თმის შემადგენლობა ასეთია: ნახშირბადი-50%, ჟანგბადი-20%, აზოტი-17%, წყალბადი-6%, გოგირდი-5%, სხვა ელემენტები-2%.
 

თმის რაოდენობა თავზე – ფერთან კავშირში – ასეთია: ნათელი-140000, მუქი-110000, შავი-108000, წითური-90000 ღერი. თმის ზრდას აკონტროლებს  150 –ზე მეტი გენი. 50%-ზე ნაკლები თმის გაცვენა გარეგნულად  არ შეიმჩნევა.
 

ქალები 2-ჯერ მეტად განიცდიან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თმის ცვენას, ვიდრე მამაკაცები. არადა, თმის გაცვენასთან დაკავშირებით მამაკაცებს 2-ჯერ უფრო ხშირად  ამასხარავებენ, ვიდრე ქალებს.
 

დადგენილია,  რომ  თმის გადანერგვა   დაახლოებით  10  წლით აახალგაზრდავებს ადამიანებს.

 

1. თუ ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნაზარდ თმის ღერებს განვალაგებთ ერთმანეთის მიყოლებით, მთელი სიგრძე გამოვა 1126.5 კილომეტრზე მეტი.


2. ადამიანის წარბები შეიცავს დაახლოებით 550 თმის ღერს (ოდნავ მეტს ან ნაკლებს).


3. საშუალოდ ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანის სკალპის თმა იზრდება 0.35მმ-ით დღეში.


4. როგორც წესი, თავის თმის ბოჭკოები იზრდება 2-დან 7 წლამდე, სანამ ჩანაცვლდება სხვა, ახალი თმის ბოჭკოთი.


5. ქალების თმის ზრდის ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე მამაკაცების – დაახლოებით 0.002მმ-ით მეტი დღეში.


6. ადამიანის თმის ღერების რაოდენობა კავშირშია ეთნიკურობასთან. აღმოსავლეთ აზიელებს აქვთ სულ რაღაც 80 ათასი თმის ფოლიკული.

 

red-head-beautiful-lady