EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 10 ფაქტი წითურთმიანების შესახებ »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: Nisa
თარიღი: 2017-02-07 00:23:24
1. ძველ რომში წითურთმიანი მონების ფასი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა ფერის თმის მქონე მონების.
2. მე-16, მე-17 საუკუნეებში ევროპაში წითურთმიან ქალებს კოცონზე წვავდნენ, როგორც ჯადოქრებს.
3. მსოფლიოში წითური ადამიანების რიცხვი შეადგენს მთელი მოსახლეობის 4%-ს. მათგან ყველაზე დიდი რაოდენობა ბუნებრივად წითურთმიანი ადამიანებისა არიან შოტლანდიაში (13 %) , შემდეგ ირლანდიაში (10 %), ხოლო აშშ–ში დაახლოებით მოსახლეობის 2% არის ბუნებრივად წითურთმიანი.
4. დამტკიცებულია, რომ ოპერაციის დროს წითურთმიანები საჭიროებენ მეტი რაოდენობის საანესთეზიო საშუალებებს, ვიდრე სხვები.
5. წითური თმა არ ჭაღარავდება, ის ჯერ ხდება ქვიშისფერი, შემდგომ კი თეთრი. აგრეთვე დამტკიცებულია, რომ წითურთმიანი ადამიანები უფრო გვიან კარგავენ თმას, ვიდრე სხვა ფერის მქონენი.
6. ადოლფ ჰიტლერი კრძალავდა წითურთმიანი ქალისა და მამაკაცის შეუღლებას, რადგან მას ეშინოდა, რომ მათი პირმშო არანორმალური გამოვიდოდა.
7. წითურთმიანებში კანის კიბოს განვითარების რისკი მეტია, ვიდრე დანარჩენ ადამიანებში, ასევე ისინი მიდრეკილნი არიან ნაადრევი სიბერისადმი.
8. დანიაში დიდი პატივია წითურთმიანი შვილის ყოლა.
9. კლეოპატრა, იუდა ისკარიოტელი, ნაპოლეონ ბონაპარტე, ოლივერ კრომველი, ვინსენტ ვან გოგი, მარკ ტვენი, გალილეო გალილეი, და ა. შ … ესენი ყველანი წითურთმიანები იყვნენ.
10. ლინდსი ლოჰანი, ნიკოლ კიდმანი, ჯულია რობერტსი, კეიტ უინსლეტი, რუპერტ გრინტი, პრინცი ჰარი … ყველანი წითურთმიანები არიან.