EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რატომ გადაუარა ჩინელმა მილიონერმა ბულდოზერებით მშობლიურ სოფელში სახლებს »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: Juloboy
თარიღი: 2017-02-07 15:30:08
55 წლის ჩინელი მილიონერი დენგ-შუხუა ფუფუნებაში არ დაბადებულა. ბიზნესმენი ჩინეთის პატარა სოფელ სიაოკენგში გაიზარდა. იქ ის ტალახიანი ქუჩებს შორის მდგარ მოკრძალებულ ხის ქოხში ცხოვრობდა.
პროვინციელი ღატაკი ბიჭი ჩინეთის ინდუსტრიის თავბრუდამხვევმა აღმავლობამ მილიონერი გახადა. სენგმა ქონება მეტალურგიის დარგში მოღვაწეობით შეიძინა. მაგრამ ის არასდროს ივიწყებდა, რომ მის მშობლიურ სოფელში ხალხი ძველებურად ცხოვრობდა.
სენგმა გადაწყვიტა, მთლიანად დაენგრია დასახლება და ადგილობრივებისთვის თანამედროვე აპარტამენტები აეშენებინა. ჭუჭყიანი ქუჩები მალე ასფალტმა ჩაანაცვლა. 72-მა ოჯახმა ახალ, ძვირფას აპარტამენტებში დაიდო ბინა, დანარჩენმა 18-მა კი, ვინც სენგს მშიერი ბავშვობის წლებში ეხმარებოდა, საჩუქრად 18 სახლი მიიღო.
“მე იმაზე მეტი ვიშოვე, ვიდრე დახარჯვა შემიძლია. არ უნდა დაივიწყო შენი ფესვები,-მე ყოველთვის ვაბრუნებ ვალს, ამიტომ მინდა დავრწმუნდე, რომ ადამიანები, ვინც მე მეხმარებოდა შიმშილის გადატანაში, ღირსეულად დაჯილდოვდნენ”
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ბიზნესმენმა სოციალური სასადილო შექმნა სოფლის ყველაზე გაჭირვებული მცხოვრებლებისთვის, სადაც ისინი დღეში სამჯერ უფასოდ იკვებებიან.
postalioni.com