EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კიკბოქსინგი / Kickboxsing გვ.2 »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-08 20:00:38

კიკბოქსინგი / Kickboxsing გვ.2

ცნობილი kickboxers

 Жан-Клод Ван Дамм , Сэмми Схилт , Алистар Оверим , Петер Артс , Бадр Хари , Мирко «Cro Cop» Филипович , Эрнесто Хост , Жером Ле Баннер , Скотт Эдкинс , Майк Замбидис , Руслан Караев , Артур Кишенко , Геворг Петросян , Энди Хуг , Гэри Дэниелс , Бату Хасиков . Игорь Вовчанчин , Оливье Грюнер. Светлана Фадеева , Виталий Кличко , Фёдор Емельяненко

 

აღწერა 2

 

კიკბოქსინგი (ინგლ. kick _ ფეხით დარტყმა, boxing _ კრივი) არის თანამედროვე ყველაზე ეფექტური სპორტული ორთაბრძოლის სახეობა. შეიქმნა ევროპული კრივისა და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე სახესხვაობის საფუძველზე(კიკბოქსინგი, ტაილანდური კრივი, უშუ (კუნგ-ფუ) კარატე,ტაეკვანდო ) ასევე მის წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ ფრანგულ კიკბოქსინგად წოდებული სავათი, კიკბოქსინგში გამოიყენება თავდასხმისა და დაცვის ყველა ხერხი, რასაც კრივში იყენებენ, აგრეთვე ფეხით თავდასხმის რამდენიმე ილეთი(ფეხით სრულდება მხოლოდ რამდენიმე ბლოკირება,რომელიც იშვიათად გამოიყენება),სწორედ ფეხის და ხელის დარტყმების სწრაფი კომბინაციების გამო არის კიკბოქსინგი ყველაზე ეფექტური ორთაბრძოლა მსოფლიოში. არსებობს კიკბოქსინგის ოთხი სახეობა (სტილი): სემი-კონტაქტური (შეზღუდული); ლაით-კონტაქტური (მსუბუქი); ფულ-კონტაქტური (სრული) და სოლო-კომპოზიციები(საჩვენებელი სტილი). სემი-კონტაქტურში მოწინააღმდეგეს შეიძლება შეეხო, მაგრამ ძალის გამოყენება აკრძალულია; ლაით-კონტაქტურში ნებადართულია მხოლოდ ისეთი დარტყმა, რომელიც ნოკდაუნსა დანოკაუტს არ გამოიწვევს; სრულ კონტაქტიან კიკბოქსინგში დაშვებულია დარტყმა ტანზე და თავში მთელი ძალით როგორც ხელით, ისე ფეხით; სოლო-კომპოზიციებს საჩვენებელი გამოსვლის ხასიათი აქვს.
კიკბოქსინგი რინგზე იმართება. აუცილებელია ხელთათმანებისა და დამცავი სპეციალური საშუალებების_ გამოყენება( შლემის,ფუტების,ნიჟარის,კაპის). პროფესიონალთა ლიგაში ზედმეტი დამცავი საშუალებები აღარ გამოიყენება (შლემი,ფუტები),პროფესიონალების შეხვედრა12-რაუნდიანია, მოყვარულებისა_ 3-რაუნდიანი. თითოეული რაუნდის ხანგრძლივობა2 წუთია. თავდაპირველად კიკბოქსინგში წარმატებებს უმეტესად ყოფილი მოკრივეები აღწევდნენ,იმიტომ რომ ხელის დარტყმები უფრო ეფექტური იყო და ამასთანავე პრაქტიკულიც,დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა და თანამედროვე კიკბოქსინგში ცალკე აღებული ხელის ან ფეხის ტექნიკის გამოყენება საკმაოდ არაპრაქტიკულია,ამასთანავე დაიხვეწა და სანახაობრივი გახდა კიკბოქსინგის ბრძოლები რის გამოც კრივი და სხვა ორთაბრძოლები ბევრად ნაკლები პოპულარულობით სარგებლობს ევროპასა და ამერიკაში.შეიძლება ითქვას რომ დღეს კიკბოქსინგი არის ნომერ პირველი ორთაბრძოლა მსოფლიოში რომლის ჩემპიონატებსაც მილიონობით ადამიანი უყურებს.კიკბოქსიორები საკმაოდ დიდი წარმატებით იბრძვიან შერეულ საბრძოლო ხეოვნებებში,ისეთებში როგორებიცაა K-1, MMA , UFC . და ითვლება რომ კიკბოქსინგი არის მთავარის საბრძოლო სტილი შერეულ საბრძოლო სისტემებში. 
კიკბოქსინგი, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა XX საუკუნის70-იან წლებში. პირველი ტურნირი გაიმართა 1974 წელს ლოს-ანჯელესში. იმავე წელს სპორტის ამ ახალ სახეობას, რომელსაც მანამდე კარატეს ქვე სახეობად მიიჩნევდნენ, დასავლეთ ბერლინელმა სპორტის მენეჯერმა, გეორგ ბრუკნერმა კიკბოქსინგი უწოდა. 1976 წელს მანვე ჩამოაყალიბა კიკბოქსინგის მსოფლიო ასოციაცია (WAKO). ევროპის ჩემპიონატი ტარდება 1984 წლიდან, მსოფლიოსი_ 1978-იდან.

 

გადაფურცლეთ გვ.1