EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« უცნაური აკრძალვები სხვადასხვა ქვეყნებში »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Juloboy
თარიღი: 2017-02-09 16:49:19
სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის აკრძალვები აქვთ, რომელიც მეორე ქვეყანაში დანაშაულად არ ითვლება და არც დაგაჯარიმებენ, მაგალითად:
სინგაპურში 500 $-ით დაგაჯარიმებენ თუ უნიტაზს არ ჩარეცხავთ,ან კიდევ 400 $ დაგეკისრებათ საზოგადოების თავშეყრის ადგილზე საღეჭი რეზინის მოხმარებისთვის.
ინგლისში 100 ფუნტი სტერლინგია ჯარიმა, თუ ტროტუარზე ველოსიპედით გაივლით, ხოლო თუ თქვენს ავტომობილს ხმის ჩამხშობი(გლუშიწელი) გაუფუჯდა და ქალაქში მაინც იმოძრავებთ , ჯარიმა 350 ფუნტი სტერლინგია.
ირლანდიაში ტრადიციაა 29 თებერვალს ქალი შეყვარებულს სთხოვს ხელს, ხოლო თუ მამაკაცი არ დათანხმდა, საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს,
ესპანეთში პლაჟის დუშის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის 120 ევროა ჯარიმა, მაგალითად ერთი ვაშლიც რომ გარეცხოთ, უკვე დაგაჯარიმებენ,
ტაილანდში ჯარიმას არ გაკმარებენ , 30 დღიანი ციხეა მათთვის ვინც ფულს დააბიჯებს ფეხს, რადგან ყველა კუპიურაზე მეფეა გამოსახული.
იტალია ევროპაში ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა ორიგინალური ჯარიმებით,ვენეციაში აკრძალულია ნიჟარების შეგროვება, ჯარიმა 30 ევრო,
საკურორტო ქალაქებში აკრძალულია გაზონის საკრეჭი მანქანების მოძრაობა სიესტის დროს.
ქალაქ ებოლაში აკრძალულია კოცნა მანქანაში, ამისთვის 500 ევროს გადაიხდით.
ავსტრალიაში აკრძალულია ნათურის გამოცვლა ნებისმიერი მსურველის მიერ, ის მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გამოცვალოს.
ასევე არ შეიძლება შაბათს საღამოს ვარდისფერი შარვლის ჩაცმა ამისთვის 200 ავსტრალიური დოლარით დაჯარიმდებით.
ამერიკის ყველა შტატში სხვადასხვა კანონები მოქმედებს მაგალითად ჯორჯიაში დაგაჯარიმებენ თუ თქვენი ქვედაბოლო ან შორტი საჯდომიდან სამ სანტიმეტრზე მაინც არ არის დაბლა.
მინესოტას შტატში კი ჭუჭყიანი საყელოს გულისთვის 2000 $-ით გაჯარიმებენ ვფიქრობ სისუფთავე უფრო იაფი ჯდება.
bulvari.ge