EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« არასამთავრობოების მოდელი, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სპეცსამსახურების მუშაობას »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-10 16:21:30

არასამთავრობოების მოდელი, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სპეცსამსახურების მუშაობას
ამირან სალუქვაძე
 
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სპეცსამსახურების ოპერატიულ მუშაობას. სალუქვაძის თქმით, რა ტონალობითაც დღეს მიდის საუბარი სპეცსამსახურებზე, ეს მართებული არ არის.
„რა ტონალობითაც დღეს მიდის საუბარი სპეცსამსახურებზე, ეს არ არის მართებული. ეს რიტორიკა არ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როგორი სახელმწიფოც გვსურს რომ ჩამოვაყალიბოთ. თუ დაკვეთა იქნება მსგავსი მასალების მოპოვების, უამრავი აპარატურა არსებობს და ვისაც სჭირდება, მოიპოვებს აპარატურას, შეიძენს და მათ შორის, სატელეფონო საუბარსაც მოუსმენს. არსებობს ასეთი აპარატურები და ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ის ვარიანტები, რაც არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის მხრიდან იყო შემოთავაზებული ე.წ. მოსმენების საკითხთან დაკავშირებით, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სპეცსამსახურებს, იმ თვალსაზრისით, რასაც ოპერატიული საქმიანობა და საჭირო ინფორმაციების დროული მოპოვება ჰქვია”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
 

 

 

წყარო: კვირა