EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თანამედროვე მონობა საქართველოში – უუფლებო დასაქმებულები »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-10 16:36:10
12-საათიანი სამუშაო დღე, მინიმალური ხელფასი, დასვენებისა და შვებულების არარსებობა – ცუდი სამუშაო პირობები საქართველოსთვის უცხო არ არის.
სუპერმარკეტ „ფრესკოს“ თანამშრომლების პროტესტს, წიგნის მაღაზია ბიბლუსის თანამშრომლების მიმართვა მოჰყვა.
თუმცა პროტესტის ტალღის აგორებას ცოტა ხნის წინ, შრომის ინსპექციის მიერ დადებული დასკვნა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადება დაუდგა წინ.
“ფრესკოს” თანამშრომლების პროტესტის ჩახშობა
მინისტრი ამბობს, რომ ის ხარვეზები, რაზეც “ფრესკოს” ყოფილი თანამშრომლები საუბრობენ, შრომის ინსპექციამ სავაჭრო ქსელის შემოწმების შედეგად ვერ დააფიქსირა.
„შრომის ინსპექცია არ არის სასწრაფო დახმარება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ინფორმაციაზე იაროს. ფრესკოს შემთხვევაში დავინტერესდით, თუმცა არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო ფიქრობს, რომ სხვა დროს სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების ნაცვლად, შესაბამის სამსახურებს უნდა მიამრთოს.
ეს განცხადება მწვანე შუქია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც დასაქმებულები არასათანადო პირობებში ჰყავთ, რადგან დეპარტამენტმა, რომელსაც მათი უფლებების დაცვა ევალება, რეალობას თვალი აარიდა.
ინსპექციამ გამოკითხა არა ის თანამშრომლები, რომელთა საპროტესტო მიმართვაც გავრცელდა სოციალურ ქსელში და რომლებიც ამჟამად ფრესკოს თანამშრომლები აღარ არიან, არამედ ისინი, ვინც ახლა მუშაობენ ამ ქსელში.
არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობის ქსელის პროგრამების კოორდინატორის ელენე
ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც პირველმა გაავრცელა „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლების ვიდეო და რომელმაც 2016 წელს დაიწყო კამპანია „შრომა არ არის იოლი“
ბერიაშვილის განცხადებით, დღევანდელი მათი ქმედებებიდან ჩანს, რომ შრომითი ინსპექცია თავის ვალდებულებებსაც ვერ ასრულებს.
2016 წლის 1 იანვრიდან წესით, კომპანიებისათვის შრომის პირობების მონიტორინგის გავლა სავალდებულო უნდა გამხდარიყო.ინსპექტირების მთავარი მიზანი შრომითი ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის რისკების გამოვლენაა.
დარღვევები, რომლებიც გამოძიების გარეშეცჩანს
ელენე ბერიაშვილის თქმით, ლოგიკურია, რომ ქსელში ამჟამად მომუშავე ადამიანებმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, ინსპექტორებთან სამუშაო პირობების შესახებ არ ისაუბრეს.
ბერიაშვილის თქმითვე, დარღვევები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოკითხვის გარეშეც ჩანს:
თანამშრომლებს არ აქვთ ხელშეკრულების ასლები. (როდესაც ფორმდება შრომითი ხელშეკრულება ერთი ასლი რჩება დამსაქმებელთან, ერთი კი გადაეცემა დამსაქმებულს)
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 12 საათიანი სამუშაო დღე – არ ნაზღაურდება როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო.
ხელფასების „დანაკლისის“ მიზეზით დაკლება არაკანონიერია, რადგან დანაკლისი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგინდეს.
ფრესკოს ყოფილი თანამშრომელი
შრომითი ინსპექცია არა, თუმცა „ფორტუნა“ დაინტერესდა ფრესკოს ყოფილი თანამშრომლებითდა ერთ–ერთ მათგანს ესაუბრა, რომელიც ამ პროტესტში ჩართული არ არის.
მან სამსახური რამდენიმე თვის წინ, სწორედ ცუდი სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გამო დატოვა.
„საშინელი სამუშაო პირობებია. 400 ლარი ხელფასი და 12-საათიანი სამუშაო დღე. ამ პირობებს, როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე მაშინ დავთანხმდი, თუმცა არის ბევრი ისეთი ნიუანსი, რასაც კონტრაქტი არ ითვალისწინებს. მე თავად მისი ასლი არ გადმომცეს, თუმცა ადგილზე გადავავლე თვალი. არა მგონია, კედელზე მიყრდნობის გამო ჯარიმის შესახებ ყოფილიყო ხელშეკრულებაში ჩანაწერი“, – განაცხადა ფრესკოს ყოფილმა თანამშრომლემა ჩვენთან.
პრობლემა მასშტაბურია – რას ფიქრობენ სხვა დიდი კომპანიის მფლობელები
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ „ფრესკოს“ პროტესტი შემცირებებმა გამოიწვია. მისი აზრით, თემა ხელოვნურად აჟიტირებულია.
„ამ თემის შესახებ პრესიდან გავიგე, თუმცა ჩემ აზრს გეტყვით: ფრესკოს თანამშრომლებმა კონტრაქტს რომ მოაწერეს ხელი, ხომ იცოდნენ რაზე მიდიოდნენ? ამ პროტესტმა სხვანაირი სახე მიიღო. მე იმას არ ვამბობ, რომ ადამიანს აზრის გამოხატვის უფლება არ აქვს, მაგრამ ფრესკოს თანამშრომლებს ხელშეკრულება ჰქონდათ და ამის მიხედვით უნდა ემუშავათ. შემცირებებს ყოველთვის მოჰყვება პროტესტი. ეს მტკივნეული პროცესია, არაპოპულარულ რამეს ვამბობ და ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ როდესაც ეკონომიკა ითხოვს რომ ადამიანთა რაღაც რაოდენობა უნდა შემცირდეს, იმისთვის რომ მეორე რაოდენობა გადარჩეს, ეს ასე უნდა მოხდეს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
რაც შეეხება ხელფასებს, ბიზნესმენი ამბობს, რომ დაბალი ხელფასი არ არსებობს – არსებობს ძვირი ბაზარი.
„შეიძლება 400 ლარი გქონდეს ხელფასი, მაგრამ მყიდველუნარიანობა იმდენად დიდი იყოს, რომ ეს დაბალ ხელფასად არ ითვლებოდეს. შეიძლება, 200 ლარიც აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს. აქ მთავარია ერთი რამ – პროდუქციაა ძვირი და არა ხელფასი ცოტა. აუცილებელია ლარის მყიდველობითი უნარიანობა გაიზარდოს. რამდენიც არ უნდა ვზარდოთ ხელფასი, შესაბამისი პროდუქციის შანსი თუ არ არის, რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას. ბაზარი ჩემი აზრით ძვირია, ეს სიძვირე როგორღაც უნდა დაბალანსდეს. კერძო პირების ხელფასები უნდა მოერგოს ბაზარზე არსებულ პროდუქციას. ამაზე ყველამ ერთად უნდა იმუშავოს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ „ფორტუნასთან“.
როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება?
“მაშინ როდესაც, ერთი კომპანიიდან წამოსულს და მეორეში მისულს იგივე პირობები გხვდება, რთულია რამე გააპროტესტო იმის შიშით, რომ არსებულიც არ დაკარგო”, – განაცხადა “ფორტუნასთან” ფრესკოს ყოფილმა თანამშრომელმა.
შრომითი ვალდებულებები ძალიან მარტივად – შრომითი კონტრაქტებით რეგულირდება, რომელიც შრომის კოდექსთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.
ისეთი კონტრაქტები, რომლებიც კოდექსს ეწინააღმდეგება, ავტომატურად ბათილად უნდა გამოცხადდეს.
იმისთვის, რომ დაქირავებულებს არჩევანის საშუალება ჰქონდეთ, საკუთარი უფლებების დაცვის არ შეეშინდეთ, კონტრაქტები მოითხოვონ, გადაიკითხონ და გააპროტესტონ, აუცილებელია შესაბამისი შრომის ბაზარი – რაც საქართველოში არ არსებობს.
თითქმის ყველა კომპანიაში ერთი და იგივე სიტუაციაა, ამას “ფორტუნასთან” სოლიდარობის ქსელი ადასტურებს, სადაც ამბობენ, რომ ყოველდღიურად, სხვადასხვა კომპანიიდან მათ უამრავი დასაქმებული მიმართავს, არასათანადო შრომის პირობების გამო.
თამთა უთურგაშვილი
fortuna