EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« არასდროს ენდოთ ექიმებს ფილმიდან – ექიმი ჰაუსი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Kingslayer

თარიღი: 2017-02-10 23:19:07

არასდროს ენდოთ ექიმებს ფილმიდან – ექიმი ჰაუსი

ექიმი ჰაუსი

ექიმი ჰაუსი არა მხოლოდ კარგი ექიმია, არამედ ის ჭკვიანი ადამიანიცაა, რომელიც გონივრული და ენამახვილური გამონათქვამებით გამოირჩევა. ჩვენ გთავაზობთ მის გამონათქვებს სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც ჰაუსის შეხედულებებსა და მსოფლმხედველობას კარგად დაგვანახებს და გაგვაცნობს. 

• მე პაციენტებს არ ვეკითხები რატომ ტყუიან. მე უბრალოდ ვხვდები, რომ ისინი იტყუებიან.
• ადამიანური სამყაროსთვის საწყისი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა იტყუება. განსხვავება მხოლოდ ისაა, ვინ რას იტყუება.
• სიმართლე ტყუილიდან იწყება.
• აღმოვაჩინე, რომ როდესაც ადამიანის შესახებ სიმართლე გაინტერესებს, ის ადამიანი ბოლოა, ვისაც ამის შესახებ ეკითხები.
• ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ამის გამო საზღაურსაც ვიხდით.
• ჯგუფში არ

არსებობს "მე".
• სისულელეებს ყველა სჩადის.
• ხალხს უყვარს ხალხზე ლაპარაკი. ეს ჩვენ უფრო მაღალ დონეზე გვაყენებს და კონტროლს გვაგრძნობინებს.
• ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ რაღაც ყოველთვის იცვლება.
• თვალებს შეუძლიათ შეგაცდინონ, ღიმილს შეუძლია მოგატყუოს, მაგრამ ფეხსაცმელი ყოველთვის სიმართლეს ამბობს.
• კაცობრიობა გადაჭარბებით არის შეფასებული.
• პაციენტები ყოველთვის გვთხოვენ მტკიცებულებს. თუმცა ჩვენ აქ მანქანებს არ ვაკეთებთ და ამიტომ გარანტიების მიცემაც არ შეგვიძლია.
• დაავადების მკურნალობა არის ის, რის გამოც ჩვენ ექიმები გავხდით. პაციენტების მკურნალობა კი არის ის, რაც ექიმებს უმწეოს ხდის.
• მე ვრისკავ და ზოგჯერ პაციენტები იღუპებიან. მაგრამ უფრო მეტი პაციენტი დაიღუპება, თუ მე არ გავრისკავ.
• არასდროს ენდოთ ექიმებს.