EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

dzhidzhiyeshvili

Xergo

joniii

ზაზა

jonii






« უგემრიელესი ბურგერის რეცეპტი »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2017-02-11 01:33:20

უგემრიელესი ბურგერის რეცეპტი

უგემრიელესი ბურგერის რეცეპტი

ინგრედიენტები:

(ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია 1 დიდი ზომის ბურგერზე, მეტი ბურგერის მომზადების შემთვხვევაში, შესაბამისად გაზარდეთ ინგრედიენტების რაოდენობა  )

საქონლის ხორცი, გატარებული – 100 გრ (6 ბურგერისთვის_ 600გრ);

მარილი და შავი პილპილი – მწიკვი;

კეტჩუპი – ½ ჩაის კოვზი;

მდოგვი – ½ ჩაის კოვზი (მოტკბო);

ხახვი, წვრილად დაჭრილი – ½ ჩაის კოვზი;

კიტრის მწნილი კამით – 2 თხელი ნაჭერი;

სალათის ფურცელი – 1 ც;

მდნარი ყველის ნაჭერი – 1 ც;

პომიდორი – 2  თხელი სლაისი;

შაშხი (ბეკონი) – 3 სლაისი

ბურგერის ბუნთუშა – 1 ცალი (ბურგერის პურის რეცეპტი იხილეთ აქ).

 

ყურადღება მიაქციეთ ხორცის ცხიმიანობას_ რადგან უცხიმოდ იწვება, ამიტომ ხორცი თავიდანვე უნდა იყოს საჭირო ცხიმიანობის, რეცეპტებით რეკომედებულია 20 %, ვინაიდან ბურგერი წვნიანი უნდა იყოს, თუმცა, ვისაც ნაკლებად ცხიმიანი სურს, 10 % ცხიმიანობით შეუძლია დაამზადოს. სხვა შემთხვევაში, ბურგერი მშრალი და “ჩალასავით” ბურგერი გამოვა.

კიტრის მწნილი – ამერიკული ბურგერისთვის აუცილებელია კამით დამარინადებული კიტრი, რაც განსხვავებულ, პიკანტურ გემოს აძლევს, ამ სახეობას ხშირად უწუდებენ “გერკინს”.

 

მომზადების წესი:

გატარებული ხორცი გააბრტყელეთ 5-6 მმ სისქემდე,  და მიეცით მრგვალი ფორმა, დაახლოებით 1 სმ მეტი დიამეტრით ( ხორცის დიამეტრი უნდა იყოს ფუნთუშის დიამეტრზე ოდნავ დიდი); არ შეავაზოთ, მარილი და პილპილი მოაყარეთ ხორცს შეწვის დროს; გაბრტყელებეული ხორცი მოათავსეთ რაიმე ბრტყელ ზედაპირზე და შედგით საყინულეში 1-2 საათით.

გახურებულ ტაფაზე შეწვით შაშხის სლაისები, შემდეგ კი იმავე ტაფაზე მოათავსეთ ხორცი (ცეცხლი უნდა იყოს მაღალი),  რამოდენიმე წუთში მოაყარეთ მარილი და პილპილი და გადაატრიალეთ, ოდნავ, ზედმეტი ძალიდატანების გარეშე, დააჭირეთ გადასაბრუნებელი ნიჩაბი, რომ ხორცი კარგად და ბრტყლად დაიბრაწოს. მეორე მხარესაც მოაყარეთ მარილი და პილპილი. ხორცი 4-5 წუთში მზად იქნება, დიდი ხნით ნუ დატოვებთ მას ცეცხლზე, რადგან ზედმეტად არ გამოშრეს.

ბურგერის ფუნთუშის ქვედა, შიდა მხარეს  ძალიან თხლად წაუსვით მდოგვი, შემდეგ კი კეტჩუპი, დააფინეთ სალათის ფურცელი, შემწვარი ხორცი, ყველი, დაჭრილი კიტრის მარინადი და პომიდვრისა და ბეკონის სლაისები, დააფარეთ ბურგერის ზედა ფუნთუშა და მიირთვით უგემრიელესი, სახლში მომზადებული ბურგერი.