EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« რას გვაძლევს საკუთარი თავის გამხნევება »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-11 15:25:05

რას გვაძლევს საკუთარი თავის გამხნევება

რას გვაძლევს საკუთარი თავის გამხნევება1

ადამიანები არა არიან მიჩვეული საკუთარი თავის გამხნევებას. გაცილებით ადვილია იწუწუნო, მსხვერპლის როლში იყო და ამ დროს სხვებმა გადაგისვან თავზე ხელი, დაგიყვავონ , მოგეფერონ, გაგამხნევონ – თუ თქვენ ასეთ ადამიანები კატეგორიას განეკუთვნებით – ეს გაზა არის არსაით და საბავშო ბაღში ჩარჩენაა. მოწიფულობაა –  პასუხისმგებლობის სკუთარ თავზე აღება. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი გსურთ ცხოვრების სხვა ხარისხში გადასვლა.

საკუთარი თავის გამხნევება – საკუთარი თავის სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა. შემოგთავაზებთ აფირმაციებს (მტკიცებულებებს) რომლის დახმარებითაც, ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში მოხვედრისას შეძლებთ დამშვიდდეთ და ცხოვრება გაცნობიერებულად მიმართოთ.

ალბათ, ყველას ჰქონია ცხოვრებაში შემდეგი სიტუაციები:

როდესაც მოწყენილია, ეშინია, გასაჭირშია. როდესაც სწავლობს რაღაც ახალს, ცდილობს შეიცვალოს უკეთესობისკენ ცხოვრება, როცა თავს გრძნობს მარტო და მხარს არ უჭერს არავინ, როცა ეჩვენება, რომ სრულიად სამყარომ ზურგი აქცია და არვის სჭირდება…

ნუ ნერვიულობთ! სოლომინ ბრძენისა არ იყოს: „ესეც გაივლის“ და ყველაფერი შემოგიტრიალდებათ, რასაც მოგვიანებით იღბალს დაარქმევთ. სწორედ ასეთი სიტუაციები აყალიბებს პიროვნებას. გილოცავთ, თქვენ ხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ზღვარზე.

ასეთ სიტუაციაში, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჯადოსნურ საშუალებას წარმოადგენს მხარდამჭერ, გამახნევებელი აფირმაციების რას გვაძლევს საკუთარი თავის გამხნევება2განმეორება. როგორც ლუიზა ჰეი ამბობს: როდესაც თქვენ იყენებთ პოზიტიურ აზროვნებას, მსხვერპლის როლოდან გადადიხართ გამარჯვებულის, შემოქმედის და საკუთარი ცხოვრების ბატონ პატრონის პოზიციაში.

ამიტომ ქვემოთ შემოგთავაზებთ აფირმაციებს სხვადასხვა რთული სიტუაციებისთვის.

დავიწყოთ!

თუ გაქვთ რამე შიში (ცხოვრების შიში) შეახსენეთ თავს, რომ თქვენ ხართ ბედნიერებისთვის გაჩენლი და ის რაც გაშინებთ ეს არის მხოლოდ თითიდან „გამოწოვილმოგონილი“ და ჩვილივით „ნალოლიავებგაზრდილი“ . ამ დროს იმეორეთ შემდეგი გამონათქვამები:

  • მე ვუყვარვარ სამყაროს და ის მუდამ ჩემ გვერდითაა!!!
  • მე თავს ვგრძნობ ყოველთვის დაცულად!
  • მე წამმართავს, მამხნევებს და მიცავს ღვთიური სიყვარული.
  • დედამიწა კეთილმეგობრული ადგილია.
  • მე მამხნევებს  და ვუყვარვარ თავად სიციცხლეს!
  • ჩემს მხარეს სამყაროს სიყვარული და მისი უმძლავერსი მხარდაჭერაა!

….

როდესაც იწყებთ ახალ საქმეს და არ ხართ საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული, იმეორეთ:

  • მე ყველაფერს, ყოველთვის ვაკეთებ სწორად და კარგად!
  • მე ყველაფერი გამომივა საუკეთესოდ!
  • მე ყველაფერს ვასწრებ!
  • მე ვარ კეთილგანწყობილი საკურათარი თავის და საქმის მიმართ!
  • მე ავარ აღფრთოვანებული საკუთარი თავით, შესაძლებლობებით, ნიჭით და უნარით!
  • მე ვარ შესანიშნავი, უნიკალური, გენიალური ადამიანი!

….

რამე რთული, მძიმე ან კრიზისული სიტუაციების დროს, როდესაც არ იცი როგორ მოიქცეთ, იმეორეთ:

  • ეს სიტუაცია გადაწყდება ჩემთვი და ვისაც ეს ეხება იმათთვის საუკეთსო ფორმით!
  • ამ სიტუაციიდან გამოვა ჩემთვის და სხვებისთვის რაღაც, ძალიან კარგი !

…….

ეს საოცარი აფირმაციები ეხმარება ადამიანს!

სხვადასხვა სიტუაციებისთვის:

  • ჩემი ცხოვრება მუდმივად მახარებს!
  • მე მიცავს და ბედნიერებას მიგზავნის სამყარო!
  • ცხოვრებაში მივაბიჯებ მსუბუქად და მარტივად!
  • მე ღიმილით ვეგებები სამყაროს, ის პასუხად მიღიმის!
  • მე ვარ აღფრთოვანებული ღმერთის სრულყოფილი ქმნილებით – ეს ვარ მე!
  • მე ვარ გენიოსი!
  • მე ვქმნი და ვაკეთებ ჩემთვის და სხვებისთვის სასრგებლო საქმეს!
  • მე ვარ თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი!
  • მე ვიმსახურებ ყველაფერ საუკეთესოს ამ ცხოვრებაში!
  • მე ვარ მზად შემოვუშვა ცხოვრებაში კეთილდრეობა, ბარაქა და სიუხე!
  • მე ვარ მდიდარი სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად!

აფირმაციის გარდა არსებობს სხვა გამამხნევებელი და შინაგანად გაზრდის ტექნიკები. მაგრამ ამას ქოუჩ-სესიებზე. ისინი გაცილებით რთული და ღრმა მუშაობას საჭიროებს.

რას გვაძლევს საკუთარი თავის გამხნევება3

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ტექნიკებში მთავარია – საკუთარი ცხოვრების ბატონ პატრონის როლის გააზრება და მსხვერპლის პოზიციიდან გამოსვლა. ამ დროს ტვინში ირთვება პროცესები და სამყაროში მიზიდულობის კანონი იწყებს ამუშავებას.

კიდევ ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი – რა რთული, ძნელი და გადაულახავი არ გეჩვენებოდეთ მდგომარეობა, ისწავლეთ ამ მომენტში საკუთარი თავის მიმღებლობა და სიყვარული. მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოგდით და თავს გრძნობთ დამნაშავედ. ამ დროსაც კი, მნიშვნელოვანია თავი მიიღოთ და გიყვარდეთ ისეთი, როგორიც ხარ –  არასრულფასოვნებით, შიშებით, და „გამოსაბე
რტყი აზრებით“ (რაც არ მოგწონთ და ხელს გიშლით გამოსწორებადია, მთავარია გაცნობიერება).

როგორ ლუიზა ჰეი ამბობს: „არავითარ შემთხვევაში არ აკრიტიკოთ თავი“.