EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სასკოლო ექსკურსიებისა და თავისუფალი წრეების კუთხით ცვლილებები განხორციელდება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Natalia
თარიღი: 2017-02-11 15:53:10
„იმისთვის, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და განვითარდეს ჰარმონიულად, სკოლებში მეტი სპორტისა და ხელოვნების გაკვეთილები დაინერგება. ამოქმედდება მრავალფეროვანი სპორტული წრეები. სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები. ამასთან ყველა მოსწავლეს ექნება ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. შესაბამისად, სკოლებში ამოქმედდება სახელოვნებო წრეები, ჩატარდება ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები“, – აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს წარმოადგინა.
მინისტრმა განათლების და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ხაზი გაუსვა სპორტისა და ხელონების მნიშვნელობას სკოლებში და აღნიშნა, რომ 25 წლის განმავლობაში დაგვავიწყდა ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ხელოვნების მნიშვნელობა.
,,ამ მხრივ სტატისტიკა ძალიან გულდასაწყვეტია. ახალგაზრდების სპორტში ჩართულობა არის გამორჩეულად მცირე, ანუ იმ მოსწავლეების რაოდენობაა დაბალი, რომლებიც ყოველკვირეულად დაკავებული არიან აქტიური ცხოვრების წესით. ჩვენი დაპირებაა, რომ 2017 წელს და შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან გავზარდოთ იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ჩართულები იქნებიან ხელოვნებისა და სპორტულ აქტივობებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მას წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას განსახილველად”,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის და ხელოვნების მიმართულებით აქცენტი თავდაპირველად იმ სკოლებზე გაკეთდება, სადაც მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავად დააფინანსონ სპორტული და სახელოვნებო წრეები.
,,ჩვენ დავიწყებთ სოფლის სკოლებიდან. იქ, სადაც ამის საშუალება ხალხს არ აქვს, სპორტულ და სახელოვნებო აქტივობებს სახელმწიფო დააფინანსებს. აქტიურად ვმუშაობთ კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები ბიზნესიდან მხარს დაგვიჭერენ ამ საშვილიშვილო საქმეში. საუბარია სპორტულ და სახელოვნებო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე”,- აღნიშნა მინისტრმა.
განათლების სტრატეგიაზე საუბრისას ალექსანდრე ჯეჯელავამ სასკოლო ექსკურსიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უნდა მიეცეთ მეტი შემეცნებითი ხასიათი.
„ჩვენი შვილები ექსკურსიაზე სავალდებულო წესით წელიწადში რამდენჯერმე დადიან, მაგრამ ამ ექსკურსიებს არ აქვთ შემეცნებითი ხასიათი, ან მინიმალური შემეცნებითი ხასიათი აქვს. ხშირ შემთხვევაში, ეს არის პატარა შემეცნებითი შესავალი და მეტი გემრიელი წახემსება და თამაში ბავშვებს შორის.
ჩვენ გვინდა, რომ ექსკურსიებიც გამოვიყენოთ ყველა სხვა შესაძლებლობებთან ერთად, რომ ეს გახდეს ორგანიზებული მეთოდი ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, ბიზნესის და სახელმწიფო მართვის შესახებ ბავშვებისთვის განათლების მიცემის“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ცისანა არის შერგილაშვილი