EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 65 წელს ზემოთ პირებს მძღოლობა აეკრძალებათ – ახალი ინიციატივა პარლამენტში »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-12 14:26:55
სულ უფრო და უფრო „გულშემატკივარი" და „თავდადებული" ხდება ქვეყნისთვის და ხალხისთვის მთავრობა...
პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.
ავტორი ითხოვს, რომ 65 წლის ზემოთ პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლობა აეკრძალოთ. ცვლილებას „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების“ შესახებ კანონი ითვალისწინებს. ინიციატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში მცხოვრები ზვიად კუბლაშვილია.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი დაძინების და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამო მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. 2017 წელს რამდენიმე ადამიანი შეეწირა მოხუცი მძღოლების ყურადღების მოდუნებას“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ასევე, საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი ითხოვს, რომ 10 წელზე მეტი ავტომანქანების საზოგადოებრივ ტრანსპორტად მუშაობა უნდა აიკრძალოს.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით კატასტროფულ სიტუაციაშია და სრული განუკითხაობა სუფევს, როგორც უნდათ ისე უმატებენ ფასს“, – ამბობს საკანონმდებლო წინადადების ავტორი.