EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა... »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2017-02-12 20:14:28

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - ტრამპის და შინძო აბეს პირველი კომენტარები ფხენიანის ნაბიჯზე

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ მის აღმოსავლეთ სანაპიროდან იაპონიის ზღვის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც პირველი ამგვარი სარაკეტო გამოცდაა მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო უფლებამოსილებას შეუდგა.

ტრამპმა გარანტია მისცა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბეს, რომ „ამერიკა იაპონიის, მისი დიდი მოკავშირის გვერდით დგას, 100%-ით“.

აბემ განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება „აბსოლუტურად შეუწყნარებელია“. იაპონიის ოფიციოზის თქმით, რაკეტას მის წყლებამდე არ მიუღწევია.

შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა აბემ, დონალდ ტრამპთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრამპმა მას გარანტია მისცა, რომ იგი ერთგულია „ჩვენი ალიანსის შემდგომი გაძლიერების“.

ჩრდილოეთ კორეას წარსულში არაერთი ბირთვული გამოცდა აქვს განხორციელებული, რაც რეგიონის შეშფოთებას იწვევს.

კვირას რაკეტა ბანგჰიონის საჰაერო ბაზიდან ადგილობრივი დროით 07:55 საათზე გაუშვეს. სამხრეთ კორეის ოფიციოზის განცხადებით რაკეტამ ზღვის დონიდან დაახლოებით 550 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და იგი სავარაუდოდ, „როდონგის“ საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტა იყო.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეის განმეორებითი პროვოკაციები აჩვენებს კიმ ჩენ ინის რეჟიმის არარაციონალურობის ბუნებას, მისი ბირთვული და სარაკეტო განვითარების მანიაკურ აკვიატებულობას“.

იაპონიის მთავრობის კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიჰიდე შუგამ დაადასტურა, რომ რაკეტას იაპონიის ტერიტორიულ წლებამდე არ მიუღწევია და დაამატა, რომ ტოკიო „მძლავრ პროტესტს“ გამოხატავს ჩრდილოეთ კორეის მიმართ აღნიშნული ინციდენტის გამო.

 

ჩრდილოეთ კორეაში კომენტარები არ გაკეთებულა.

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა 2

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებამდე, ამერიკის პრეზიდენტმა აბესთან შეხვედრის შემდეგ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იაპონიასთან ალიანსის გაძლიერების აუცილებლობას და რეგიონში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაკავებლად ერთობლივი თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

„მსურს ნათლად ვაჩვენო მსოფლიოს იაპონია-შეერთებული შტატების ურყევი ალიანსი“, - უთხრა აბემ შეერთებული შტატების სავაჭრო პალატას ტრამპთან შეხვედრამდე.

ტრამპმა და აბემ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად რეგიონული უსაფრთხოების და ორმხრივი ვაჭრობის შესახებ იმსჯელეს.

ტრამპმა აბესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის და ხალხების მეგობრობას „ძალიან ღრმა ფესვები აქვს“ და მისი „ადმინისტრაცია მოწოდებულია ამ კავშირების კიდევ უფრო დაახლოებისთვის“.

„იაპონია და შეერთებული შტატები განაგრძობენ ძალიან მძლავრი ინვესტიციების განხორციელებას ალიანსში ჩვენი თავდაცვის და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომელიც ჩვენი ორმხრივი ხელმძღვანელობის ქვეშ გახდება კიდევ უფრო მეტად და მეტად ძლიერი და დროთა განმავლობაში, საბოლოოდ ის გახდება შეუღწევადი. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესები, რომელიც ჩვენ ბევრი გვაქვს რეგიონში, მათ შორის ჩრდილო კორეის სარაკეტო და ბირთვული საფრთხისაგან თავდაცვა, რასაც მე ძალიან, ძალიან მაღალ პრიორიტეტად მივიჩნევ“, განაცხადა დონალდ ტრამპმა და მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრ აბეს და იაპონელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მასპინძლობისათვის და ხაზი გაუსვა, რომ იაპონია-ამერიკის ერთობლივი თანამშრომლობის ძალისხმევა საწინდარს წარმოადგენს წყნარი ოკეანის რეგიონსა და მის მიღმა „უფრო დიდი ჰარმონიის, სტაბილურობის და აყვავებისა“.

„ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად თავდადებულნი ვართ, უაღრესად თავდადებულნი“, - განაცხადა ტრამპმა აბესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.